პოლიტიკა

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა იწყება

18.09.23 10:20


საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს იწყებს, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება.

 

თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო. თუ პარლამენტი 90 ხმით კანდიდატურას ვერ დაამტკიცებს, პროექტი მათ 76 ხმით არჩევის შესაძლებლობასაც იძლევა. იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე და წევრების 76 ხმით ორჯერ ვერ აირჩიეს, პროცესში პრეზიდენტი ჩაერთვება.

 

ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა და მთავარი მიზანი ცესკოს დროულად დაკომპლექტებაა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები