პოლიტიკა
18.09.23 16:00
მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი - საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული საზოგადოებისათვის სანდო ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა ჰაერივით აუცილებელია.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში მედია გარემო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები მუდმივად უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ადიოდეს.
„საქართველოს პარლამენტი ღიაობითა და გამჭვირვალობით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო საკანონმდებლო ორგანოებს შორის, რაც არაერთხელაა აღიარებული ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ.
დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი არხი წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში, ვინაიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს კი არ მიენდონ, არამედ საკუთარი თვალითა და ინტუიციით შეაფასონ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების პოზიციები, სიტყვა და საქმე.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის სამეურვეო საბჭოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ეს იდეა ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობასთან მიიყვანა და დღეიდან საქართველოს „პარლამენტის არხი“ უკვე ეთერში გავა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
„მემორანდუმის თანახმად, „პარლამენტის არხის“ ამოქმედებისა და ფუნქციონირების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მოხდება და დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „პარლამენტის არხის“ ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
23:2004.10.23
-
23:1504.10.23
-
ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში
18:0004.10.23
-
პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენს
17:3004.10.23
-
17:0004.10.23
-
მარიამ ლაშხმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:3004.10.23
-
გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს გამოეხმაურა
16:0004.10.23
-
ერევანი გმობს ყარაბაღის სამი [დე ფაქტო] პრეზიდენტის ბაქოს მიერ დაპატიმრებას
15:4004.10.23
-
15:2004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:0004.10.23
-
14:4004.10.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში
14:2004.10.23
-
14:0004.10.23
-
13:4004.10.23
-
რატომ უნდამოიწვიონ ოკუპანტები უზბეკეთში?
13:2004.10.23
-
“სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად” – ირაკლი კობახიძე
13:0004.10.23
-
12:4004.10.23
-
12:2004.10.23
-
თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე
12:0004.10.23
-
11:4004.10.23
-
ანა ლიურმანი - მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
11:2004.10.23
-
პრეზიდენტი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში
11:0004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა
10:4004.10.23
-
10:2004.10.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა
10:0004.10.23
-
სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო
18:0003.10.23
-
17:3003.10.23
-
ლევან დავითაშვილს ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ
17:0003.10.23
-
შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა
16:2003.10.23
-
16:0003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:4003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:2003.10.23
-
15:0003.10.23
-
14:4003.10.23
-
14:2003.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
14:0003.10.23