პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

19.09.23 11:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაერო-ს გენერალუარი ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საქართველოს წარმატებული ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში, ისევე როგორც ცალკეულ ინსტიტუციებთან და გენერალურ მდივანთან აქტიური თანამშრომლობა.

 

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები