პოლიტიკა
19.09.23 12:20
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით სომხეთში, ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებს დააკვირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერევანში სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით იმყოფებოდნენ. ისინი სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. სხვადასხვა სადამკვირვებლო ჯგუფში გადანაწილებული დელეგაციის წევრები დააკვირდნენ როგორც საარჩევნო უბნების გახსნის, ისე კენჭისყრის მიმდინარეობისა და დახურვის პროცედურებს. ასევე დაესწრნენ საინფორმაციო ბრიფინგს, სადაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საარჩევნოდ გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ქართული დელეგაციისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო თუ როგორ მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცედურები ელექტრონული აპარატების გამოყენებით - „აღსანიშნავია, რომ სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ პარტნიორობით, წარმატებით იყენებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იდენტური ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით ჩვენ საქართველოში უკვე ჩავატარეთ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, და ასევე გამოვიყენებთ 2024 წელსაც. ვიზიტის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა სომეხ კოლეგებთან გაგვეცვალა ინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების შესახებ“.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მყოფი სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საარჩევნო საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები 17 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს სადამკვირვებლო დელეგაციაში გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სეირან კიურეღიანი, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე და სასწავლო რესურსების შემუშავებისა და განვითარების მენეჯერი თორნიკე გოგისვანიძე.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
23:2004.10.23
-
23:1504.10.23
-
ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში
18:0004.10.23
-
პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენს
17:3004.10.23
-
17:0004.10.23
-
მარიამ ლაშხმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:3004.10.23
-
გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს გამოეხმაურა
16:0004.10.23
-
ერევანი გმობს ყარაბაღის სამი [დე ფაქტო] პრეზიდენტის ბაქოს მიერ დაპატიმრებას
15:4004.10.23
-
15:2004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:0004.10.23
-
14:4004.10.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში
14:2004.10.23
-
14:0004.10.23
-
13:4004.10.23
-
რატომ უნდამოიწვიონ ოკუპანტები უზბეკეთში?
13:2004.10.23
-
“სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად” – ირაკლი კობახიძე
13:0004.10.23
-
12:4004.10.23
-
12:2004.10.23
-
თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე
12:0004.10.23
-
11:4004.10.23
-
ანა ლიურმანი - მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
11:2004.10.23
-
პრეზიდენტი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში
11:0004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა
10:4004.10.23
-
10:2004.10.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა
10:0004.10.23
-
სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო
18:0003.10.23
-
17:3003.10.23
-
ლევან დავითაშვილს ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ
17:0003.10.23
-
შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა
16:2003.10.23
-
16:0003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:4003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:2003.10.23
-
15:0003.10.23
-
14:4003.10.23
-
14:2003.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
14:0003.10.23