პოლიტიკა
19.09.23 14:00
ბოლო პერიოდში სტიქიამ ურთულესი განსაცდელის წინაშე დააყენა გურია, ოზურგეთი და ლანჩხუთი, სადაც ჭარბმა ნალექმა ძალიან მძიმე პრობლემები გამოიწვია, სამწუხაროდ, გვქონდა მსხვერპლი - მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს გურულებს ვუთხრა გუნდის სახელით, რომ სტიქიის შედეგებთან მათ პირისპირ არ დავტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ უმოკლესს გონივრულ დროში, ყველა პირობა შევქმნათ, აღვადგინოთ საჯარო ინფრასტრუქტურა და ცხოვრება დავუბრუნოთ იმ კალაპოტს და იმ ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორიც იყო სტიქიამდე,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების რეაგირება სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მყისიერი იყო.
ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, მის შესაბამის უწყებებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარების ღონისძიებებში.
„რეაგირება იყო მყისიერი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, მთავრობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პირველივე მომენტიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რომ გადაერჩინათ ადამიანები, დაეცვათ მათი უსაფრთხოება და შემდგომ ეზრუნათ იმ პირობებზე, რომელიც სჭირდებათ ოჯახებს, რომ განაგრძონ ცხოვრება, ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრისი და ელემენტარული ჰუმანიტარული პრობლემები ყოფილიყო მოგვარებული.
ახლაც მყისიერად, იმოქმედეს და გმირობის მაგალითი უჩვენეს ჩვენმა მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელ საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას, რომელიც პირველივე მომენტიდან იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სამინისტროებს, გარემოსდაცვითი სამსახურები, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური იყო და რჩება ჩართული სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ასევე პარლამენტის წევრები და გურიის მაჟორიტარი, რომელიც პირველივე მომენტიდან იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მხარში დაუდგნენ გურულებს გასაჭირის ჟამს. განსაკუთრებული მადლობა რაჭას და რაჭველებს.
მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას, ქალთა ორგანიზაციას, რომელთაც გააკეთეს დახმარების მნიშვნელოვანი მობილიზება და ორგანიზება და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ რთულ დროს გურიის და გურულების მხარდასაჭერად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში
18:0004.10.23
-
პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენს
17:3004.10.23
-
17:0004.10.23
-
მარიამ ლაშხმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:3004.10.23
-
გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს გამოეხმაურა
16:0004.10.23
-
ერევანი გმობს ყარაბაღის სამი [დე ფაქტო] პრეზიდენტის ბაქოს მიერ დაპატიმრებას
15:4004.10.23
-
15:2004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:0004.10.23
-
14:4004.10.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში
14:2004.10.23
-
14:0004.10.23
-
13:4004.10.23
-
რატომ უნდამოიწვიონ ოკუპანტები უზბეკეთში?
13:2004.10.23
-
“სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად” – ირაკლი კობახიძე
13:0004.10.23
-
12:4004.10.23
-
12:2004.10.23
-
თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე
12:0004.10.23
-
11:4004.10.23
-
ანა ლიურმანი - მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
11:2004.10.23
-
პრეზიდენტი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში
11:0004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა
10:4004.10.23
-
10:2004.10.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა
10:0004.10.23
-
სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო
18:0003.10.23
-
17:3003.10.23
-
ლევან დავითაშვილს ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ
17:0003.10.23
-
შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა
16:2003.10.23
-
16:0003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:4003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:2003.10.23
-
15:0003.10.23
-
14:4003.10.23
-
14:2003.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
14:0003.10.23
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა
13:3003.10.23
-
კოკა კაციტაძე ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს გიერი გილისს შეხვდა
13:0003.10.23