პოლიტიკა

პარლამენტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდნენ

19.09.23 15:00


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების საკითხებში, ჯერარდ ქვინს უმანსპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის მიზანია საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გაცნობა და ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის საფუძველზე სპეციალური მომხსენებელი მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UN Human Rights Council) 55-ე სესიაზე წარადგენს.

 

პარლამენტის წევრებმა სტუმარს გააცნეს ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები, როგორც ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ახალი ვალდებულებების მიმართულებებით. საუბარი შეეხო პარლამენტში მიმდინარე პროექტებსა და სამუშაოს, რაც შშმ პირთა უფლებების უკეთ რეალიზებას შეუწყობს ხელს.

 

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს კანონმდებლობის, პოლიტიკის და აღსრულების გაუმჯობესების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები