პოლიტიკა
19.09.23 16:00
რუსთავში, ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. დღეიდან, რუსთაველი ახალგაზრდები, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური განათლების ცენტრით - მედიათეკით ისარგებლებენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
„არაფორმალური განათლების ახალი ცენტრი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
,,რუსთავში, ახალგაზრდებთან ერთად დაწყებული რეფორმის საფუძველზე გავხსენით მედიათეკა. ეს რეფორმა გულისხმობდა ბიბლიოთეკების განვითარებას და ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებას. მედიათეკაში ყველა დეტალი ახალგაზრდებთან გვაქვს შეთანხმებული, არის მათ საჭიროებებზე, მოთხოვნებზე ორიენტირებული და მორგებული. დღეიდან რუსთაველ ახალგაზრდებს ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. რეფორმას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ დღეს სხვადასხვა მიმართულებით ქალაქში გვჭირდება განვითარება და წინსვლა, სწორედ ისეთი სერვისების შეთავაზება, რომელიც ორიენტირებული და მორგებული იქნება თითოეულ რუსთაველზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მედიათეკის სტუმრებს, ნებისმიერი საჭიროების ადამიანისთვის ადაპტირებული გარემო, თანამედროვე ინტერიერი, მდიდარი წიგნთსაცავი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, კომფორტული სამუშაო გარემო და დასასვენებელი ზონები ელოდებათ.
,,ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ ღირებული და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისათვის ახალგაზრდებზე ზრუნვა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი სტანდარტის მედიათეკას და ახალგაზრდულ ცენტრს, როგორიც დღეს რუსთავში გაიხსნა, ვერ ნახავთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
მედიათეკის გახსნას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და რუსთაველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
,,რუსთავის მერის ინიციატივითა და მერიის გუნდის ჩართულობით გავხსენით მედიათეკა რომლითაც ახალგაზრდები დღეიდან ისარგებლებენ. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების განათლებას, და ცნობიერების ამაღლებას“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
ახალი მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკის და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკის კონცეფციას აერთიანებს, გათვალისწინებულია სივრცე ახალგაზრდების თავშეყრის, თუ მათთვის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრისთვისაც.
,,მედიათეკა ეს არის ახალი მიზიდულობის ცენტრი რუსთაველი ახალგაზრდებისათვის და არა მარტო რუსთაველებისთვის. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა და მხოლოდ შენობა, არამედ ეს არის ჩვენი გუნდის განაცხადი და კონკრეტული საქმე, რომელიც ორიენტირებულია ჩვენს მომავალზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
მედიათეკის შენობა, რუსთავის კიდევ ერთ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში - კლდიაშვილის სახელობის სკვერშია განთავსებული, რომლის რეაბილიტაციაც თითქმის დასრულებულია. მედიათეკის და ახალი საზოგადოებრივი სივრცის ერთობლივი პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4 166 143 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
23:2004.10.23
-
23:1504.10.23
-
ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში
18:0004.10.23
-
პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენს
17:3004.10.23
-
17:0004.10.23
-
მარიამ ლაშხმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:3004.10.23
-
გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს გამოეხმაურა
16:0004.10.23
-
ერევანი გმობს ყარაბაღის სამი [დე ფაქტო] პრეზიდენტის ბაქოს მიერ დაპატიმრებას
15:4004.10.23
-
15:2004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:0004.10.23
-
14:4004.10.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში
14:2004.10.23
-
14:0004.10.23
-
13:4004.10.23
-
რატომ უნდამოიწვიონ ოკუპანტები უზბეკეთში?
13:2004.10.23
-
“სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად” – ირაკლი კობახიძე
13:0004.10.23
-
12:4004.10.23
-
12:2004.10.23
-
თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე
12:0004.10.23
-
11:4004.10.23
-
ანა ლიურმანი - მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
11:2004.10.23
-
პრეზიდენტი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში
11:0004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა
10:4004.10.23
-
10:2004.10.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა
10:0004.10.23
-
სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო
18:0003.10.23
-
17:3003.10.23
-
ლევან დავითაშვილს ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ
17:0003.10.23
-
შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა
16:2003.10.23
-
16:0003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:4003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:2003.10.23
-
15:0003.10.23
-
14:4003.10.23
-
14:2003.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
14:0003.10.23