პოლიტიკა

ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე

20.09.23 12:40


აზერბაიჯანი არ შეწყვეტს ყარაბაღში დაწყებულ „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ მანამ, სანამ დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობა თვითდათხოვნის შესახებ არ გამოაცხადებს, ხოლო „უკანონო შეიარაღებული ფორმირებები“ იარაღს არ დაყრიან.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბაქო მზადაა ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შესახვედრად.

 

„თუმცა ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაწყვეტად უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა თეთრი დროშა უნდა აღმართონ და იარაღი ჩაგვაბარონ, უკანონო რეჟიმი კი დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.



მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები