პოლიტიკა
21.09.23 15:20
ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების გზით მოხდება და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა არავის მიეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
მისივე თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა და რადიკალური დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.
„თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, დააკვირდით - რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიზანმიმართული ქილიკი მიდის, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზეც სუს-ის მხრიდან იყო საუბარი, რეალობაა. არ იფიქროთ, რომ კონკრეტული დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ. მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და ხელისუფლება დაემხოს ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ეს ადამიანები, იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადასტურებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება შემოიტანონ და ხელისუფლების დამხობა სცადონ. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით განხორციელდება. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც არაკანონიერ ქმედებებს დააპირებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23