პოლიტიკა
25.09.23 14:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დანიელ სუჩიუს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის მტკიცე კავშირებსა და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას. დანიელ სუჩიუს თქმით, საქართველო-რუმინეთის პოლიტიკური თანამშრომლობა ისტორიულად უმაღლეს დონეზეა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო გაცვლების გააქტიურებაზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებს შორის.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს უკრაინის ომზე, უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე, კავკასიის რეგიონში არსებულ კომპლექსურ ვითარებაზე, შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და საქართველოს გაწევრიანებაზე ევროკავშირსა და ნატოში.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და მოლოდინებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ აღარ მოხდება საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ქვეყნებისგან და წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, დაიწყებს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
დანიელ სუჩიუმ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23