პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე და სავალან მირზოევი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის, ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოს წევრს შეხვდნენ

25.09.23 17:00


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი აზერბაიჯანში მილი მეჯლისის წევრს, ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოს წარმომადგენელს, სოლტან მამედოვს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ფონდის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პრიორიტეტს კულტურისა და განათლების სფეროები წარმოადგენს და ამ მიმართულებით მას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, საქართველოში.

 

ფონდის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ელისო ბოლქვაძეს ორი ერის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის როგორც საპარლამენტო კომიტეტის დონეზე ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე აზერბაიჯანელი ნიჭიერი ახალგაზრდების საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერისთვის.

 

მხარეებმა მომავალში ერთობლივი კულტურული პროგრამების განხორციელებისა და მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე და ჰეიდარ ალიევის ფონდის წარმომადგენლები.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები