პოლიტიკა
26.09.23 12:00
სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს - ფარცხალაძეზე მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მსჯელობა უნდა მიდიოდეს არა ფარცხალაძის მოქალაქეობაზე, არამედ ის უკვე დაკავებული უნდა იყოს.
ხაბეიშვილის თქმით, პროკურორი შოთაძე არის ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირი და „ფარცხალაძის მსგავსად, „ეფესბეს“ ჯაშუშური ქსელის გაგრძელებაა".
ამასთან, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძის თემის „ჩაფარცხვას" ეხმარება ასევე სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გაგრძელებაა და მის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ფარცხალაძეს ზურაბიშვილი არ ართმევს მოქალაქეობას, რეალურად, მას ამით აქვს გარკვეული პრივილეგიები ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომაა, სავარაუდოდ, რომ ის უნარჩუნებს მოქალაქეობას, ეს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილი ჩართულია ივანიშვილის თამაშებში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხიც ივანიშვილის მიერ მოგონილი თამაშია.
ხაბეიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფრაქცია იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს და სხდომაზე არ შევა.
„ჩვენ არ ვაპირებთ მოგონილ, რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომ თითქოსდა იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს. ვწუხვარ, რომ ამაზე არ დამთავრდა სპეკულაციები, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არ ვაპირებთ საერთოდ ამ სხდომაზე შესვლას. ალბათ, ეჭვიანი ადამიანები არიან (ვინც ამაზე საუბრობს), უნდათ რომ ეჭვი ჰქონდეთ და მერე აქტუალურები იყვნენ ამ თემით. ეს არის ივანიშვილის თამაში და ნუ შევდივართ ამ თემის განხილვაში, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი, რომ ამაზე ვისაუბროთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23