პოლიტიკა
26.09.23 15:00
პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ პარლამენტში შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა, თუ კომისია შეიქმნება, პარტიის წევრები მის შემადგენლობაში არ შევლენ. ამის შესახებ პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება დღეს, 26 სექტემბერს, გაავრცელა.
როგორც პატრიის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და მათი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის, ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას.
„ოცნების“ ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს 2 დესტრუქციული ძალ ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად.
თუმცა, სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.
პარტიის „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას მიესალმებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„თქვენ ყველამ ნახეთ წინა კვირაში მინისტრი, რომელიც იყო დაბარებული ინტერპელაციით და მისმა პასუხებმა შეკითხვებზე დატოვა უფრო მეტი ბუნდოვანება, რომელიც არის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიდრე შემოიტანა სიცხადე. თქვენ ნახეთ, რომ შს მინისტრი და მთელი მმართველი უმრავლესობა დაიხარჯა ხოტბაში და ქებაში, რომ შსს-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თითქოს ეფექტურად იმოქმედეს როგორც კრიზის თავიდან არიდების პროცესში, ასევე თვითონ კრიზის შემდგომ პერიოდში. ეს ნამდვილად არ იყო ასე, არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც სჭირდება ძირეული გამოკვლევა და ანალიზის დადება, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან ნამდვილად არ მოხსნილა და მივესალმებით ამ პოზიციას გახარიას პოლიტიკური ჯგუფისგან“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ.
შოვში მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემაც.
თუმცა თავდაპირველად პარტია „საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერდა და აცხადებდა, რომ შოვთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებზე პასუხს დაელოდებოდა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის ნაპოვნია შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი. ეძებენ ერთ ადამიანს. შს მინისტრის თქმით, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23