პოლიტიკა
27.09.23 15:00
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
„სოხუმის დაცემის დღე სრულიად საქართველოს და ჩვენი ერის განუზომელი ტკივილის განსახიერებაა და ის აცოცხლებს ასობით ათასი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას, რაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ ინსპირირებულ 90-იანი წლების შეიარაღებულ მოქმედებებს. დღეს, ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს, მშვიდობიან მოსახლეობას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის რწმენას. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ომის სისასტიკესთან ერთად, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის ღირსეული თანადგომის, ადამიანური თანაგრძნობის და მხარდაჭერის, მეგობრობის მაგალითებიც, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების ისტორია აკავშირებდათ. სწორედ ეს კავშირები და ჩვენი ერთობა არის საწინდარი და ვფიქრობ, ის მყარი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ უნდა დავამყაროთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც განაპირობებს შერიგებას და აუცილებლად ვფიქრობთ, რომ ამ სულისკვეთებით შევძლებთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, მათთვის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის შექმნას ძლიერ, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23