პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა

27.09.23 16:00


ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანების კოორდინაციას, ასევე სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების, ფარმაცევტული ბაზრისა და აფთიაქების რეგულირებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

 

ცენტრის ექსპერტებმა, ზურაბ აზარაშვილს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ყურადღება გამახვილდა უნგრეთში არსებულ ფარმაცევტულ რეგულაციებზე და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა ლაბორატორიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა ვირუსული დაავადების წინააღმდეგ.

 

შეხვედრაზე განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს მონაწილეობას ბუდაპეშტში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვიდე მინისტერიალში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის ქვეყნებმა მიიღეს ბუდაპეშტის დეკლარაცია. დოკუმენტით, ქვეყნები თანხმდებიან, პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასაცავად გაზარდონ პრევენციული და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები.

 

შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები