პოლიტიკა
27.09.23 17:30
დღეს ჩვენ ვიკრიბებით მნიშვნელოვანი თარიღის − საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლის იუბილეს − აღსანიშნავად. ჩვენ ერთად ვიაზრებთ იმ გზას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით.
„ბატონო ელჩო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიკრიბებით მნიშვნელოვანი თარიღის − საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლის იუბილეს − აღსანიშნავად. ჩვენ ერთად ვიაზრებთ იმ გზას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად გავიარეთ.
2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით, რომლის მიზანი იყო ზედამხედველობა გაეწია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და, ხელი შეეწყო საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმ დღიდან მოყოლებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკვანძო როლი ითამაშა ჩვენს სტაბილურობისა და შერიგებისკენ სწრაფვაში. ჩვენ − ქართველები − დიდ პატივს ვცემთ მისიის ერთგულებას სადღეღამისო, 24/7 რეჟიმში, მონიტორინგის იდეისადმი და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ნდობის გამყარებისკენ მიმართული დაუღალავი ძალისხმევისთვის.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს.
ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.
„მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
2008 წელს რუსეთის შემოჭრამ მძიმე შედეგები იქონია ჩვენს ხალხზე. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ომის გამო არსებული არასტაბილური ვითარება გვახსენებს აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და კონფლიქტების − მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის − მოგვარების საჭიროებას. ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას.
დასკვნის სახით, ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი მზადყოფნა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ვდგავართ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გადამწყვეტ მომენტში და გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირისადმი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას. დაე, ეს 15 წლის იუბილე იყოს იმის დასტური, რასაც ერთად მივაღწიეთ და იმ მუდმივი ვალდებულების შეხსენება, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობის, შერიგებისა და კეთილდღეობის მიმართ.
ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს. დიდი მადლობა!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 15 წლიანი მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა. დიმიტრიოს კარაბალისმა პრემიერ-მინისტრს მისიის მუშაობის ამსახველი ფოტოალბომი გადასცა სამახსოვროდ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23