პოლიტიკა

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ

28.09.23 11:40


საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონგრესზე Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„საქმიანი ტურიზმის სფეროში წამყვანი კონგრესი დუბაიში ყოველწლივ იმართება. რიგით მე-11 საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა მოაწყვეს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ კომპანიებთან და პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.

 


Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე 250-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და კატარიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები