საზოგადოება
28.09.23 13:00
საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების თაობაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „90-იანი წლების“ სახელით ცნობილ პერიოდში განსაკუთრებით გაჭირდა ცხოვრება. პურის რიგით დაწყებული, უხელფასოდ გატარებული დღეებით გაგრძელებული ფინანსური სიდუხჭირე ყოველ ოჯახს შეეხო. ამბობენ, მაშინ ხალხმა გასაყიდად გაიტანა ყველაფერი, საოჯახო რელიკვია,თუ ელემენტარული ღირებულების მქონე ნივთები, რათა პურის ფული ეშოვაო. იმასაც ამბობენ, „შავი ბაზრით“ დაინტერესებულმა გადამყიდველებმა სამეგრელოში თვალი დაადგეს ფუტკრის უნიკალურ ჯიშს, გრძელხორთუმიან ფუტკარს და მეფუტკრეებს, ფუტკრის მასობრივი გაყვანის სანაცვლოდ, მსუყე თანხაც კი შესთავაზესო. ეს იყო შემთხვევა, როდესაც არც ერთ ოჯახს, არც ერთი სკა არ გაუხსნია და ფუტკარი ფულზე არ გადაუცვლია. გადმოცემით ცნობილია, რომ სამეგრელოს იმ მხარეში – ჩხოროწყუში, სადაც გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობა ბინადრობს, ყველა მოსახლემ პირი შეკრა, გაჭირვება მოითმინა და გრძელხორთუმიანი ფუტკარი მშობლიურ გარემოში შეინარჩუნა. აი, სწორედ ამ ფუტკრის სახეობა გვაძლევს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და არომატის მქონე „მუხურის თაფლს“. მუხურელების მტკიცე ხასიათი იმასაც მოწმობს, რომ ეს ხალხი ფუტკრის სახით უძველეს კულტურას ინახავს, იმაზე ძველს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ამას ადასტურებს ფუტკრის დალოცვა – წინაქრისტიანული გასაოცარი ტრადიცია, რომელსაც მეგრულად ჯარაგუნა ჰქვია. ჯა – მეგრულად ხევს ნიშნავს, აგუნა – ნაყოფიერების კოლხურ ღვთაებას. სიტყვის ეტიმოლოგია გვეუბნება, რომ მეფუტკრეები ნაყოფიერების ღვთაებას ფუტკარს შეავედრებდნენ. საუკუნეებია დალოცვის რიტუალი არ შეცვლილა. ტექსტი დღესაც კი ყველა მხცოვანმა მეფუტკრემ იცის, თუმცა მისი გამხელა აკრძალულია. მეფუტკრეებს შორის უხუცესი ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ლოცვას იწყებს და სჯერა, რომ იმ წელს თაფლი უხვად ექნება. ასეც ხდება. რწმენას შედეგი მოაქვს და ჩხოროწყუს რეგიონი, ყოველ წელს, ამ უნიკალური თაფლის სახეობით მთელ საქართველოს ამარაგებს. მუხურის თაფლის უნიკალურობას განსაზღვრავს ადგილობრივი მრავალფეროვანი ფლორა. განსაკუთრებით კი ათამდე დასახელების თაფლოვანი მცენარეების არსებობა. გასათვალისწინებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ამას ემატება გრძელხორთუმიანი ფუტკრის უნიკალური ჯიში და საბოლოოდ ვიღებთ იმდენად განსაკუთრებული თაფლის სახეობას, რომ მასზე დაკვირვებას მთელი მსოფლიო აწარმოებს. მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობამ მაღალი რეპუტაცია XX საუკუნის შუა წლებშიც მოიპოვა. მან სამჯერ მიიღო უმაღლესი შეფასება მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე (1961-1965-1971 წლებში). მუხურის თაფლის მწარმოებელი მეგრული პოპულაციისთვის დამახასიათებელია რუხი ფერი, ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,15- 7,25 მმ), ფეხებისა და ფრთების მეტი სიგრძე, თვინიერება, სუსტად გამოხატული ბუნებრივი ნაყრიანობა, ღალიანობის უფრო ეფექტიანად სარგებლობა, ბუდის აქტიურად დაცვა, ღალის წყაროს სხვაზე მალე პოვნა არახელსაყრელ პირობებშიც კი, ღალაზე მუშაობის უნარი, ზამთარში თაფლის მარაგის ეკონომიურად ხარჯვა, ბუდეში სისუფთავის დაცვა, წითელი სამყურას დამტვერვის შესაძლებლობა.
მუხურის თაფლის მისაღებად სკები განთავსებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის არეალში, ძირითადად, 300-დან 2200 მეტრის სიმაღლეზე, ფუტკრის ინფექციური დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო ადგილებში. დასაშვებია საფუტკრის მთა-ბარობაც, ოღონდ მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ისე, რომ არ მოხდეს სხვა რეგიონში მიღებული თაფლის შერევა მუხურის თაფლთან. გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 22 დეკემბერს“, – აღნიშნულია სტატიაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23