პოლიტიკა
28.09.23 16:00
ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური სიგნალები მოდის ევროპიდან. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. [რეკომენდაციების] ბოლო რამდენიმე პუნქტზე, რაზეც ბორელის გუნდმა ბოლო დაზუსტებები დაგვიტოვა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ყველაფერს შევასრულებთ და თვის ბოლომდე დაიხურება ეს პროცესი. ასე რომ, არავითარი მიზეზი და საბაბი იმისა, რომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებზეც ისაუბრა.
„ჩემი გზავნილი არის მარტივი, ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი - ქვეყანა, გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე ეს მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. ვუთხარი, რომ სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ევროკავშირის მორიგი სტრატეგიული შეცდომა და უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. მე ეს ბატონ ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს მართლაც არ გვიყვარს უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით, ისევე, როგორც მიუღებელია რაიმე მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას, რადგან საქართველო ე.წ. ტრიოს ფორმატში ყოველთვის იყო და დღესაც არის მოწინავე პოზიციებზე. ჩვენ ყველა მიმართულებით ვუსწრებთ მოლდოვასაც, უკრაინასაც. არსებობს უამრავი სფერო და მიმართულება, სადაც შედარება არ შეიძლება, იმდენად წინ ვართ ამ ქვეყნებთან მიმართებაში.
ჩვენ არავის კარგი არ გვწყინს, არ გვშურს, გვინდა ყველას უფრო მეტი პროგრესი ვუსურვოთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ცალსახად დავაფიქსირო - ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, შარშან არც უკრაინას, არც მოლდოვას ჰქონდა შესრულებული არცერთი პირობა და მათ ავანსად მისცეს ეს სტატუსი. ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ ამდენი რაღაც გავაკეთეთ, ღია, გამჭვირვალე პროცესები ვმართეთ. რა თქმა უნდა, ქვეყანა იმსახურებს სტატუსს“, - განაცხადა პრემიერმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23