საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი - 13 ნოემბერი რწმენის, სამშობლოსთვის თავდადების დღეა

13.11.23 13:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს ულოცავს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა.

 

„13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა – თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად.

 

ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა.  სწორედ ჩვენი დიდი ისტორიის ამგვარი მაგალითები აყალიბებს ქართველთა იდენტობას, სულიერ ფასეულობებს, აძლიერებს ჩვენს რწმენასა  და სამშობლოს სიყვარულს.

 

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს.

 

სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები