პოლიტიკა
17.11.23 15:20
საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა, ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება - ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე ისაუბრა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვს.
„გერმანიის მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად კლასიფიკაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება. საქართველო შეუერთდება ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებსაც ჩვენ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად მივიჩნევთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის პროცედურები გაცილებით სწრაფი იქნება. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ეს ასე არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ ამ ადამიანებს გერმანიის დატოვება მოუწევთ და თუ ისინი გერმანიას არ დატოვებენ, მაშინ მათი დეპორტაცია მოხდება. ამის უკან არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ რასაც ჩვენ აღიარების მაჩვენებელს ვეძახით, ძალიან დაბალი, ორ პროცენტზე ნაკლებია. ასე რომ, ყველა იმ ქართველიდან, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, მას მხოლოდ ორ პროცენტზე ნაკლები იღებს. შეუძლებელი იქნება ამ ადამიანების უვიზოდ იმაზე დიდხანს დარჩენა, ვიდრე ეს ნებადართულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გერმანიაში ქართველებს მივესალმებით. ბევრი ქართველი ჩამოდის გერმანიაში სამუშაოდ თუ სასწავლებლად. გერმანიაში ჩამოსასვლელად ლეგალური გზა არსებობს და თქვენ იცით, რომ შესაძლებელია გერმანიაში უვიზოდ მიმოსვლა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვსურს არის ის, რომ ჩვენი თავშესაფრის სისტემა უფრო მართვადი გავხადოთ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ჩვენ ხალხი მთელი მსოფლიოდან გვყავს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. პროცედურებს დიდი დრო სჭირდება და ბევრი ადამიანი თავშესაფარს ვერ იღებს, რადგან ისინი საკუთარ სამშობლოში არ იდევნებიან, მაგრამ გერმანიაში მაინც მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან, რაც პრობლემას წარმოადგენს. ასე რომ, საქართველოს, როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის კლასიფიკაცია მალე მოხდება“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ipn.ge
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23