პოლიტიკა

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე

17.11.23 15:40


იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.

 

რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

 

ბრეგაძემ წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

 

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2023 წელს 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები