პოლიტიკა
17.11.23 16:00
ჩვენი ხელისუფლების გრძელვადიანი პასუხისმგენლობაა, საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს არა მხოლოდ 15 დეკემბრამდე განსახორციელებელ რეფორმებზე და ამ კუთხით პროგრესზე, არამედ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.
„როგორც ცნობილია, ევროკომისიამ 8 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოსთვის გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ არის პროცესის დასასრული, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი არის ძალიან ფართო და კომპლექსური, შესაბამისად, სკრუპულოზურ და დეტალურ კოორდინაციას საჭიროებს.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ მოგვეხდინა იდენტიფიცირება იმ ქვეუწყების თუ უწყებების, რომლებმაც ეს კოორდინაცია წარმატებით უნდა განახორციელონ. ვცდილობთ, 15 დეკემბრამდე, როდესაც ევროპულმა საბჭომ, წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გავაგრძელოთ პროგრესი რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი მიზანი. არამარტო 15 დეკემბრამდე, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული აქვს პარტნიორებთან, რათა საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს და მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოება ევროპულ ოჯახთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
1tv.ge
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24