საზოგადოება
20.11.23 10:00
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისინი გულშემატკივრებმა გააცილეს.
საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივდივარ ნიცაში მთლიან გუნდთან ერთად. ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს. აუცილებლად ჩამოვიტანთ საქართველოში ძალიან მაგარ ემოციებს. საქართველო კი არ ჩავა ევროპაში, არამედ ევროპა ჩამოვა საქართველოში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხმას მოგვცემთ“, – განაცხადა ანასტასია ვასაძემ გამგზავრებამდე.
„რა თქმა უნდა, მომზადებული ვარ. ვარ გახარებული და შემართებით მივდივართ ნიცაში. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა, ყველასთვის, ვინც საქართველოს მხარს უჭერს. ჩემი აზრით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველანაირად ვეცდებით“, – აღნიშნა ნიკოლოზ ხარატმა.
„ვართ ძალიან დიდი შემართებით. ძალიან მიხარია, რომ ევროვიზიაზე მივდივართ და ანასტასიას ვუმაგრებთ მხარს. ბევრგან მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ხელისგულზე უნდა ვატაროთ, რადგან გოგოა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ხალხმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ მომავალ წელს უკვე საქარყველოში ჩატარდეს ევროვიზია. დაგვიჭირეთ მხარი“, – განაცხადა ოთო ბაზერაშვილმა.
1tv.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23