საზოგადოება
20.11.23 13:05
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4191 გემი, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური,ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი – კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი – ლიბერიის, 15.0 პროცენტი – პანამის, 7.6 პროცენტი – მალტის, 6.0 პროცენტი – ვანუატუს, 4.3 პროცენტი – ბარბადოსის, 4.1 პროცენტი – ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 3.1-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი მცირედით აღემატება შემოსული მგზავრების წილს და 50.8 პროცენტს შეადგენს.
1tv.ge
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23