პოლიტიკა
20.11.23 13:40
პარტიების ამოცანა ვიღაცის დამარცხება კი არ უნდა იყოს, ამოცანა უნდა იყოს, რომ თვითონ გაიმარჯვონ და ამით ქვეყანას გაამარჯვებინონ - პრეზიდენტს შეუძლია, სერიოზული როლი ითამაშოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირების პროცესში, ის შეიძლება პოლიტიკური პროცესების სერიოზული ორთქლმავალი გახდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ხელისუფლების შეცვლა არასწორი მიზანია და ვინც ასე აყენებს საკითხს, პოლიტექნოლოგიურ შეცდომას უშვებს“.
„ვითარების შეცვლის პოტენციალი მაღალია. არსებობს 30-40% გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ უნდა, მაგრამ აგრეთვე არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“. თეორიულად შესაძლებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირება, მაგრამ ამას მუშაობა უნდა. თუ იმუშავებენ სწორად, მაშინ მოხდება [ოპოზიციის გამარჯვება], თუ არადა, დარჩება ის, რაც არის. აქ შემოდის ახალი ელემენტები, პრეზიდენტის განაცხადი. ეს არ არის უბრალო განაცხადი. პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, მისი განწყობები, ორიენტაცია, პოლიტიკური ტემპერამენტის სინქრონიზაცია ხდება თავისუფალ ელექტორატში. პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ვერ ერთვება, მაგრამ მას შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს პოლიტიკური სივრცის გახსნის პროცესში, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირების პროცესში. მათ შორის ახალი იდები შეიძლება შემოიტანოს. ის შეიძლება პოლიტიკური პროცესების სერიოზული ორთქლმავალი გახდეს. ყველაფერი ეს შესაძლებელია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება პატარა ოპოზიციურ პარტიებს და იმას, თუ რა არის მათი დაბალი რეიტინგის მიზეზი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთი მხრივ, „ნაც-ქოცურ“ პოლუსს ძლიერი მიზიდულობა აქვს და პატარა პარტიები რომელიმეს მიზიდულობის არეში ხვდებიან, მეორე მხრივ კი, მიზეზი რესურსებია.
„ობიექტურ მიზეზებად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ამ ორ პოლუსს, „ნაც-ქოცურს“, ძალიან ძლიერი მიზიდულობა აქვთ, შესაბამისად, აქ რომ შედარებით პატარა პარტიები ჩნდებიან, ან ერთის მიზიდულობის არეალში ხვდებიან, ან მეორის. ორივესგან დისტანცირება, რასაც ამომრჩეველი ითხოვს, რთული ხდება. ორივე მხარე ცდილობს, ორპოლუსიანი სისტემა შეინარჩუნოს და როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, „ნაცი“ იძახის, რომ „ქოცია“, „ქოცი“ იძახის, რომ „ნაცია“. სალომე ზურაბიშვილზე კი, რომელიც პარტია არაა, „ნაცები“ ამბობენ, რომ ბიძინას პროექტია, „ქოცები“ ამბობენ, რომ „ნაცია“. ამ საინფორმაციო შტურმის, პროპაგანდისტული შეტევებისა და კონტრშეტევების გარღვევა რთულია. მეორე მიზეზი არის რესურსები. რესურსებიც ამ ორ პარტიაზეა გადანაწილებული, არა მხოლოდ მატერიალური რესურსი, არამედ მედია, პროპაგანდისტული რესურსები, ტექნოლოგიური რესურსები, პარტიული ინფრასტრუქტურა. მაგრამ ამით ამ პარტიებს არ ვამართლებ, ისინი ბევრ შეცდომას უშვებენ, ხშირად ზარმაცობენ. რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ უნდა დადიოდნენ. მხოლოდ რესურსები არ წყვეტს, ენთუზიაზმია საჭირო“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილმა შეაფასა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 29% - „ქართულ ოცნებას”. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, კვლევის ეს ნაწილი აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთგვარად ჩაკეტილი სისტემა და მას ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ აქვს.
„ამ პარტიის ამოცანა ის კი არაა, რომ ელექტორალური ბაზა გაზარდოს, მათი ამოცანაა შეინარჩუნოს ის, რაც უკვე აქვთ. პარტია ფაქტობრივად დაშლის პირასაა და უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ, რომ ელექტორალურადაც გაიხლიჩება. ის მინიმუმიც კი გაიხლიჩება, რა დღეს აქვთ, არათუ ელექტორატს გაზრდიან. ასევე არ აქვს ნატურალური ელექტორალური ზრდის პოტენციალი „ქართულ ოცნებასაც“, რადგან ნეგატიური რეიტინგი მასაც ძალიან მაღალი აქვთ. მაგრამ მას აქვს სხვა ტიპის რესურსები, რომლითაც შეუძლია ნეგატიურ არჩევანში შედენოს ცხვრებივით ამომრჩეველი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გია ხუხაშვილმაისაუბრა, პრეზიდენტის მიერ Le Monde-ისთვის მიცემული ინტერვიუა, სადაც მან თქვა, რომ ევროპაში მოგზაურობას გააგრძელებს. პოლიტოლოგის აზრით, ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილსოლიგარქი უწოდა, ხუხაშვილი ამბობს, რომ „როგორც ჩანს, რუბიკონი გადაილახა და მან საბოლოოდ დაკარგა იმედი და პერსპექტივა, რომ მოლაპარაკება შეიძლება“.
„მაგარი ადამიანია, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ვფიქრობ, ხელს უწყობს [ევროინტეგრაციას]. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც ტიპის ინსტიტუციური კონკურენცია არსებობს და სტერილური არაა ჩვენი ხელისუფლება. დემოკრატიული დისკუსია არსებობს. არ უნდა ავყვეთ ხელისუფლების იმ კონცეფციას, რომელიც აკომპლექსებს საზოგადოებას, პრეზიდენტს, რომ თურმე ხელისუფლება არ უნდა აკრიტიკო, რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, რადგან შეიძლება იქ პრობლემები შეიქმნას. ეს არაჯანსაღი მიდგომაა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23