პოლიტიკა

სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს და ქვეყნის ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს

20.11.23 14:40


მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს და ქვეყნის ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

 

„ძალიან მარტივი სიტუაციაა. ჩვენ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როდესაც საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, უნდა გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ის გამოიყენება მანიპულაციებისთვის. ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად. პრაქტიკულად, ივანიშვილს აქვს ერთ-ერთი დიდი ბანკი და ამავე დროს, აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს აგიწიოთ და დაგიწიოთ ვალუტის კურსი და ამაზე ფული აკეთოს. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია, ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს. აღარავის ჰყოფნის ხელფასი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. უნდა გადავიდეს საქართველოს ეკონომიკა ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება. თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო, მით უმეტეს, ქართველების ძირითადი შემოსავლები სწორედ ევროპიდან მოდის“ - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები