პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ხელისუფლება ჩვენი ინტერესების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს

20.11.23 15:20


ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ჩვენი ინტერესები იყოს დაცული, მიუხედავად უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვიტოვეს. „ნაციონალებმა“ შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები, რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა დავით ქაცარავას განცხადებას, რომ „გინტურის მკვლელობის შემდეგ, ოკუპანტები გააქტიურდნენ და მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს“.

 

კობახიძის თქმით, „ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოუწოდებს, პროვოკაციებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ“.

 

„გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და მოგვიკლეს კაცი, ადამიანი, ვაჟკაცი კაცი – გინტური. პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა „ნაციონალებმა“, ეს არის ჩემი მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს აკეთებს, რათა ჩვენი ინტერესები იყოს დაცული, მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. გახსოვთ, რომ „ნაციონალებმა“ შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები, რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ. არ შეიძლება ამ ადამიანებთან სხვანაირად საუბარი, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები და შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს მათ ნებისმიერ ქმედებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები