პოლიტიკა
20.11.23 17:40
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიმართულებით მიმდინარე პროცესები დეტალურად განმარტა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროსთან მიმდინარე აქცია ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„7-საათიანი შეხვედრა შედგა ამბროლაურში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად განუმარტეს პროტესტის მონაწილეებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ მათ, რომ ჩართულიყვნენ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ აქციას სამინისტროსთან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი არავისთვის, მით უმეტეს ჩემთვის; ადამიანები სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობს. ეს განვუცხადეთ არაერთხელ, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დღეს პროცესის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ძალიან სწრაფად არაუგვიანეს თვის ბოლოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველანაირი წინაპირობა დღეს არის იმისი, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
imedinews.ge
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23