აპროვოცირებს თუ არა ფაშინიანი კრემლს შეჭრაზე საქართველოს გავლით?

21.11.23 19:35


ყველა ნიშნის შესაბამისად, უკრაინის ომი გაყინვასთან ახლოსაა. დასავლეთი ამას შეგნებულად აკეთებს. ის უკრაინის დახმარებას ამცირებს. მიმდინარე წლის ზაფხულში ეს ცხადი გახდა, როდესაც აშშ-სა და ნატოს ქვეყნების დახმარება შეიზღუდა. ეს კი უკრაინის არმიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეშელონირებული თავდაცვის გარღვევის საშუალებას არ აძლევდა. ახლა კი,როცა ახლო აღმოსავლეთში ომი დასიწყო და აშშ-ს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება ისრაელზე გადავიდა, უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდება შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. თითქმის ორწლიანი ომის შედეგად დასუსტებული რუსეთის ფედერაცია ასევე ვერ ახერხებს ფრონტზე რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას.

 

ზოგადად, თუ რუსეთის ფედერაცია კვლავ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდებას შეეცდება, „კუთვნილზე მეტის“, შეერთებული შტატები და ნატო გზას იპოვიან, რათა გაზარდონ დახმარება უკრაინაში და რუსეთის ფედერაცია დაამარცხონ. დასავლეთს რუსეთის ფედერაციის სრული მარცხი და მისი დაშლა არ სჭირდება. მართლაც, ამ შემთხვევაში, რუსეთის „ნარჩენებს“, მის უზარმაზარ რესურსებთან ერთად, ჩინეთი „აიღებს“ და ჩინეთის გაძლიერება არ შედის აშშ-ს გეგმებში. ამიტომ, უკრაინის ომის „გაყინვა“ რუსეთის ფედერაციის „მეტისმეტად“ დასუსტების ეტაპზე, მაგრამ მისი სრული დაშლის გარეშე, როგორც ჩანს, „ოპტიმალური ვარიანტია“ შეერთებულ შტატებში. 

 

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს, მათი დაბრუნება, როგორც ჩანს, "გადაიდო“, რათა რუსეთი სრულად არ „დამცირებულიყო“. პრინციპში, ეს შეიძლება არა სამხედრო გზით, არამედ პოლიტიკური საშუალებებით მოხდეს რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. სურვილის შემთხვევაში ასეთი ცვლილების შესაძლებლობლა აჩვენა კვკ ვაგნერის ამბოხებამ და მისმა მსვლელობამ მოსკოვში მიმდინარე წლის ივნისში. თუმცა, როგორც ჩანს, იგივე შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით ლუკაშენკოს შუამავლობით „ის შეაჩერეს“, რათა რუსეთის ფედერაციის ქაოსისა და დაშლის პროცესი ნაადრევად არ დაწყებულიყო.

 

ასეა თუ ისე, უკრაინაში ომის გაყინვა ბოლო ორი წლის განმავლობაში უკიდურესად მილიტარიზებული რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსების „გამოთავისუფლებას“ გამოიწვევს. მათი შენახვა ბაზებზე ან ყაზარმებში, ან სანგრებში არაგონივრულია. უმოქმედო და არადემობილიზებული ჯარი საშიშია. მას შეუძლია სწრაფად დაიშალოს ან გახდეს იარაღი სამხედრო აჯანყებისთვის, კსკ ვაგნერის აჯანყების მსგავსად.

 

ამიტომ, უკრაინაში „ომის გაყინვით“ კრემლი შესაძლოა არმია თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. ამ შემთხვევაში კი არჩევანი მცირეა.

 

ჩინეთი არ დაუშვებს, რომ კრემლმა ჯარი ყაზახეთსა (როგორც ეს მოხდა 2022 წლის იანვარში) და ცენტრალურ აზიაში მეორედ გაგზავნოს, რათა იქ თავისი გავლენა აღადგინოს. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ჩართულობის „გაძლიერების“ ახალი მცდელობა იქნება. ერთადერთი მიმართულება, სადაც რუსული ჯარი შეიძლება გამოყენებული იქნას რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური პოზიციების გასაუმჯობესებლად, არის კავკასია.

 

ამ მიმართულებით სწორედ „უკრაინაში დასაქმებული არმიის“ გამოუყენებლობამ რევანშისტული და სეპარატისტული „არცხის გადარჩენის“ იმედებს ხელი შეუშალა, ახლა რევანშისტებს რუსეთის ფედერაციის დახმარებით არავინ და არაფერი დარჩათ "გადასარჩენი" აზერბაიჯანულ ყარაბაღში. სამაგიეროდ, კრემლს დარჩა. თანაც სომხეთში, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე მთლიანად გამოვიდა რუსული გავლენიდან და სამხედრო კავშირებს საფრანგეთთან, აშშ-სთან და ინდოეთთან სწრაფად ამყარებს.

 

დღეს ჩვენ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდა (კუხო) სრულ გამოსვლასა და გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის „გაძევებაზე“ ვსაუბრობთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში, The Wall Street Journal-თან ინტერვიუში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის რაიმე სარგებელს ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებით ვერ ხედავს.

 

კრემლისთვის ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მარცხი იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი სიამოვნებით და სეპარატიზმის მხარდაჭერით ავანტიურაში ძლიერი ჰაის ლობის გავლენით ჩაეშვა. ახლა კი ირკვევა, რომ ამ პოლიტიკამ არა მხოლოდ უკრაინის მიმართულებით კოლაფსი და რუსეთის ფედერაციის „მსოფლიოს მეორე ზესახელმწიფოს“ კატეგორიიდან საერთაშორისო განდეგილობაზე გადასვლა გამოიწვია, არამედ რუსეთის მიერ სომხეთის სრული დაკარგვის პერსპექტივაც, რომლის ინტერესებისთვისაც და „არცახის მიაცუმისთვის“ პრეცედენტების შექმნის მიზნითაც ყველა ეს ავანტიურა იგეგმებოდა.

 

გარდა ამისა, ფაშინიანი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ბიზნეს სივრცეში სომხეთის რესპუბლიკაში „პრორუსული“ ელემენტებისაგან  ეტაპობრივ „წმენდას ატარებს“. რუსეთის ფედერაციაში ჰაის დიასპორა ქვეყანაში არსებულ „ბაზას“ ემშვიდობება. ეს ადრე თუ გვიან მათ პოზიციებს რუსეთის ფედერაციაში დარტყმას მიაყენებს. ბოლოს და ბოლოს, მათ კრემლისთვის სომხეთში „ბაზის“ არსებობით სარგებელი მოჰქონდათ, რომელსაც ასევე იყენებდნენ „სპეციფიკური მომსახურებისათვის“. იგივე რუბენ ვარდანიანი, როგორც ჰაის მოქალაქე, მაგალითად, თავისი სტრუქტურების მეშვეობით რუსეთის ფედერაციას სომხეთის გავლით სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა.

 

ამიტომ, სომხეთში ძალაუფლების შეცვლის მოთხოვნა „სამხედრო გზებით“, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციის ჰაიების ლობიდან მოდის. მეტიც, სომხეთში გავლენისა და პოზიციის სხვა გზით აღდგენის შანსი არ არსებობს.

 

იმავდროულად, ფაშინიანის რეჟიმი დღეს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ  ჰაის საკითხის „სამხედრო გზით გადაწყვეტაზე“ კრემლის პროვოცირება მოახდინოს. კერძოდ, ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალების შემოყვანით, რომელიც კრემლისადმი ლოიალურურობით არ გამოირჩევა და ამით სამხედრო ბაზის შენარჩუნებას ცდილობს. ამ სცენარს, ფაქტობრივად, მხოლოდ საერთო საზღვრის არარსებობა აფერხებს.

 

სომხეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი სცენარის შემთხვევაში მისი უახლოესი მეზობლებისგან დასახმარებლად არავინ გამოვიდეს. აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამშვიდობო პროცესი შეჩერებულია, კომუნიკაციები არ განბლოკილა და სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა. მაშასადამე, თეორიულად, შეიძლება განიხილებოდეს წინადადება „სომხეთის გაყოფის“ შესახებ. ეს კი გულისხმობს ზანგეზურის დერეფნის წაღებასა და კრემლისთვის ყველაფერი დანარჩენის გადაცემას სომხეთის მეზობლების მხრიდან.

 

ფაშინიანის ფლირტი შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან აშკარად აღიზიანებს ირანს. თეირანი ერევანში პროკრემლისტური რეჟიმის დანახვის წინააღმდეგი არ იქნება. ერთადერთი, რაც ირანს ჯერჯერობით არ ახარებს, არის ზანგეზურის დერეფანი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანის კონტროლქვეშ. ირანიც გვთავაზობს მსგავს დერეფანს არაქსის ნაპირის გასწვრივ, რომლის კონტროლი მის ხელში იქნება. და აი, შეერთებული შტატების გავლით „ირანის დერეფნის პროექტის“ დაჩქარებით (სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა მისი „დაუშვებლობა“), ფაშინიანი თავადვე თავის რეჟიმს თეირანის მხარდაჭერას აკლებს.

 

რჩება მეტად სუსტი საქართველო, რომლის ტერიტორიების 20%, ჰაი ლობის წყალობით, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სწორედ ამ ტერიტორიებიდან იქნება შესაძლებელი სომხეთში „სამხედრო დერეფნის“ გაჭრა, რათა კრემლმა იქ თავისი მთავრობა დააყენოს და სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური გავლენა შეინარჩუნოს.

 

უკრაინაში ომის „გაყინვის“ შემდეგ კრემლს ამის ძალა აქვს. საქართველოს ნამდვილად არ შესწევს ძალა და უნარი, გაუწიოს მსგავს გეგმებს წინააღმდეგობა. გარდა ამისა, საქართველოს შიგნით მოქმედებს კრემლის მომხრე მეხუთე კოლონა და მასთან ასოცირებული „ჯავახკელი“ სეპარატისტები, რომლებსაც ერთი სული აქვთ რუსეთი შემოიჭრას ქვეყანაში.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფაშინიანის რეჟიმი სულ უფრო და უფრო აპროვოცირებს რუსეთის ფედერაციას, რომ ამ უკანასკნელმა იფიქროს და „რაღაც მოუხერხოს სომხეთს“. ერევნის მიერ რომის სტატუტის ბოლო რატიფიცირება, რომელიც ავალდებულებს სომხეთს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დააკავოს პუტინი და გადასცეს იგი ჰააგას ჰგავს დემონსტრაციული სილის გაწნას კრემლის მიმართულებით. სომხეთის მხრიდან რუსეთისთვის გაწნული ალიყური და დამცირებები მხოლოდ გაიზრდება.

 

მოსკოვს მხოლოდ ორი გზა დარჩენია - ან დაელოდოს, სანამ ფაშინიანი რუს სამხედროებს დამცირებითა და აგდებით „გააგდებს“ და ნატოს ქვეყნების სამხედრო წევრებით დემონსტრაციულად ჩაანაცვლებს (არა თურქეთი, რა თქმა უნდა, აშშ და საფრანგეთი) ან შეცვალოს ძალაუფლება სომხეთში.

 

არჩევნების გზით ამის გაკეთება შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ფაშინიანის მიერ განადგურებულ ყარაბაღის კლანზე დაყრდნობით გადატრიალების გზით. რჩება მხოლოდ „სამხედრო სპეცოპერაცია“ საქართველოში შემოჭრით სომხეთში უკვე დისლოცირებული ჯგუფის დასახმარებლად. დიდი ალბათობით, ამ  „სპეცოპერაციისთვის“ უკრაინაში ომის სრული "გაყინვის" შემდეგ შესაბამისი ძალები გამოჩნდებიან, რაც შეიძლება უახლოესს უახლოეს 2-3 თვეში მოხდეს.

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები