USAID-ი სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერა, ხოლო სომხეთთან „სრული ურთიერთგაგება“

23.11.23 21:00


ბევრისთვის ცხადია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშად ერევა და საქართველოში ორმაგ სტანდარტებს აწესებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქვეყანაში USAID-ის მოწვევით გადატრიალებისა და „ფერადი რევოლუციების“ მომწყობი „სპეციალისტების“ ჩასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

 

კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაცია CANVAS-ის (გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი) სწავლება, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ თბილისში 26-29 სექტემბერს ჩატარდა  USAID-მა დააფინანსა.

 

ოთხდღიანი სასწავლო კურსის მიზანი ქვეყანაში  ხელისუფლების „არაძალადობრივი“ ცვლილების განსახორციელებლად ექსტრემისტების მომზადებას წარმოადგენდა. თბილისის სასტუმრო „იბისში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები გადამზადდნენ. გამორჩეულად კი, ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფი, რომელმაც ხელისუფლების დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

 

„მიზეზი“ შეიძლება წარმოადგენდეს, მაგალითად, უარი საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ცხადია, რომ ამის საბაბი არ გააჩნიათ, რადგან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ მიეცა რეკომენდაცია. თუმცა, USAID-ის მიერ გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის საშიშროება ჯერაც არსებობს. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას „ზედმეტად დამოუკიდებლად“ ჩათვლის.

 

შემთხვევითი არაა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ოფიციალურ განმარტებებს“ შეერთებული შტატებისგან ელოდება და დასძინა, რომ ხელისუფლება საქართველოში არეულობას არ დაუშვებს. 2023 წლის 2 ოქტომბერს გამჟღავნდა ინფორმაცია, USAID-ის დესტრუქციული საქმიანობის შესახებ. ამას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის მიერ საქართველოს დახმარების ისტორიაში შავი დღე უწოდა. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პირველი მცდელობა „გარე ძალების“ მხრიდან.

 

აზერბაიჯანმა კი არ დაელოდა USAID-ის მხრიდან ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას. მან უბრალოდ გააძევა ეს ორგანიზაცია ქვეყნიდან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობის ადგილი აღარ არის. მან აღნიშნა და გაიხსენა USAID-ის დირექტორის სამანტა პაუერის დესტრუქციული პოზიცია: „როგორც შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში, მას საკითხი აზერბაიჯანელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობის შესახებ არასოდეს დაუყენებია და არ მოუთხოვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება. „ავრორას“ ჯილდოს მფლობელი სამანტა პაუერი ამ ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ოლიგარქსა და „ბინძური ფულის“ გამთეთრებელს რუბენ ვარდანიანს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროპარლამენტის წევრებმა ფულის გათეთრების სქემების გამო რუბენ ვარდანიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს. რუბენ ვარდანიანმა, 2022 წლის ოქტომბერში ყარაბაღში გამოჩენის შემდეგ, სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გადატრიალება დაგეგმა, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერდა.

 

სავარაუდოდ, „ავრორას ჯილდოს“ პროექტის ფარგლებშია ზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია, სიხარბე და პოლიტიკური სპეკულაცია, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა პაუერის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს წარმოადგენდნენ. ნიღბები მოხსნილია! USAID-ის აზერბაიჯანში მოღვაწეობის ადგილი აღარ არის!“ - განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

 

ასევე, როგორც ადამიანის უფლებათა პრაქტიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამანტა პაუერმა თავის პროპაგანდისტულ წიგნში „პრობლემა ჯოჯოხეთიდან: ამერიკა და გენოციდის ეპოქა (2002),“ ე.წ. „სომეხთა გენოციდს“ დიდი ყურადღება დაუთმო. წიგნი დაფუძნებულია მხოლოდ გამოგონილ ამბებსა და სიყალბეზე. იქ არც ერთი სიტყვაა ხსენებული მე-20 საუკუნის დასაწყისში დაშნაკების მიერ მუსულმანური მოსახელობის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდსა და სისასტიკის შესახებ, ისევე როგორც სომხეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის შესახებ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინააღმდეგ.

 

სამაგიეროდ, ახლა  USAID-სა და სომხეთს შორის „სრული ურთიერთგაგება“ შეინიშნება. საინტერესოა, რომ, ფაქტობრივად, ერთი დღით ადრე, სანამ USAID თბილისში საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შესახებ სწავლებას  ჩაატარებდა სამანტა პაუერი ერევანში ჩავიდა. იქ მან კვლავ სომხეთის ხელისუფლების, ასევე აზერბაიჯანული ყარაბაღიდან განდევნილი ჰაიელი „არცახელი“ სეპარატისტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

 

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, USAID-ის დელეგაცია, რომელიც ევროპასა და აზიაში USAID-ის დირექტორის მოადგილის ალექს სოკოლოვსკის, USAID სომხეთის მისიის დირექტორი ჯონ ალელოს და USAID საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინატორის მაიკ ლამბრაიტისაგან შედგებოდა, სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას USAID-მა კიდევ ერთხელ სომხეთის მთავრობას ყარაბაღიდან „ჰაიების განსახლებაზე“ მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

საერთო ჯამში USAID-მა 28 მილიონი დოლარი ყარაბაღელი „ჰაიების“ დასახმარებლად უკვე გამოყო და შემდგომშიც ამ ტენდენციის გაგრძელებას აპირებს. თუმცა, დიდწილად, ისინი იმ ქვეყანაში დაბრუნდნენ, რომლის მოქალაქეებიც იყვნენ. ე.ი. ისინი, ფაქტობრივად, არ ითვლებიან „იძულებით გადაადგილებულებად“ , არამედ „რეპატრიანტების“ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ყარაბაღის ჰაიებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას სთავაზობდნენ (და ახლაც სთავაზობენ!), რაზეც ისინი უარს აცხადებენ.

 

ყარაბაღელი ჰაიები კვლავ ისტორიულ აზერბაიჯანულ მიწაზე - დასავლეთ აზერბაიჯანში გადავიდნენ, საიდანაც მთელი ძირძველი მოსახლეობა იძულებით განდევნეს. მაგრამ ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საერთაშორისოდ აღიარებული სომხური სახელმწიფოებრიობა არსებობს, რომლის სრული განადგურების სურვილი ერევნის ხელისუფლებას აქვს. ამას კი ავლენს თავისი აგრესიული პოლიტიკითა და მეზობლებთან მშვიდობის არ დამყარებით.

 

გამოდის, რომ USAID-ი სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ჰაის ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს ითვალისწინებს და ჰაი ნაციონალისტებისა და რევანშისტების პოლიტიკას მეზობლების მიმართ მხარს უჭერს. USAID არც აზერბაიჯანელ დევნილებს ყარაბაღიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან, არც ქართველ დევნილებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან (მათ შორის 400 ათასზე მეტია) არ დახმარებია და არც აპირებს რაიმე სახის დახმარების გაწევას. USAID-ს ამისთვის სახსრები არ გააჩნია. სამაგიეროდ, რატომღაც, საქართველოში გადატრიალების მოსამზადებელი სწავლების ჩატარებას ახერხებენ.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები