ერევანი „ძველი სომხური სახელმწიფოებრიობის“ ერთჯერად იარაღად გამოყენებას დათანხმდა

24.11.23 13:15


ყარაბაღელ ჰაიელთა ბედმა, რომლებიც ბოლომდე ებღაუჭებიან სეპარატისტული „არცახის“ პროექტსა და აზერბაიჯანში მშვიდობიანი ინტეგრაციის განხილვაზე (მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 წელი ჰქონდათ და აზერბაიჯანმა თავის მხრივ არაერთხელ შესთავაზა პროცესის დაწყება) კატეგორიულ უარს აცხადებენ, ერევანში მყოფ თანატომელებს არაფერი ასწავლა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა აზერბაიჯანის სამშვიდობო ინიციატივების იგნორირებას განაგრძობს. სომხეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისგან და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვისთვის არაფერს აკეთებს.

 

შეგახსენებთ, რომ ხანკედის სეპარატისტები იმედს არა მხოლოდ  „დასავლეთის დახმარებაზე“ (განსაკუთრებით, საფრანგეთმა იმედები მისცა და პარიზის მერი ანა იდალგოც კი გაგზავნა „არცახის“ დასახმარებლად), არამედ რუსეთზეც ამყარებდნენ. დღეს ერევანში მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთს ეყრდნობიან. რუსეთთან ურთიერთობას კი დემონსტრაციულად წყვეტენ. ამიტომ, აზერბაიჯანის სამშვიდობო წინადადებების მიზანმიმართული უარყოფა სომხეთს პოლიტიკურ კრახამდე მიიყვანს.  შესაბამისად, სამწლიანი ლოდინიც არ დასჭირდება.

 

ერევნის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გარეშე შემოთავაზებული „მსოფლიოს გზაჯვარედინის“ კონცეპციაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია. ეს ჰაიური „გზაჯვარედინი“, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ ომისა და აგრესიის პოტენციურ წყაროდ რჩება და ტრანსკონტინენტურ კომუნიკაციებს სამხრეთ კავკასიის რეგიონშ იბლოკავს. შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ ჰაჯიევმა სომხეთის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და კომუნიკაციების განბლოკვის გარეშე წამოყენებული „მსოფლიოს გზაჯვარედინის“ კონცეფციის უტოპიურობას ხაზი გაუსვა: „ეს, საკუთრივ, ამ ქვეყნის გადაწყვეტილებაა, მაგრამ იგი უტოპიურია. ბოლო სამი წელია მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ სომხეთმა უნდა განიხილოს და დაფიქრდეს, რამდენად ეფექტურია ის. აზერბაიჯანს ასევე გეგმა B ჰქონდა, რაც ირანის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო კავშირების დამყარებას გულისხმობს  ირანსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი დოკუმენტები უკვე გაფორმებულია. მეორეს მხრივ, ჩვენი თანამშრომლობა მოძმე თურქეთთან ყარსი-იღდირის რკინიგზის მშენებლობის საკითხში გრძელდება. ამრიგად, ჩვენი რეგიონის ირგვლივ რკალისებრ სარკინიგზო ხაზს გაიყვანენ. თუმცა, სომხეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ხაზის გასაყვანად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. შუა დერეფანი ახალ რეალობას ხსნის“, - განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

 

ამავე დროს, ერევნის ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელმაც საკუთარი ქვეყანა პოლიტიკური ბერკეტის სახით დასავლეთის გარკვეულ ძალებს ნებაყოფლობით გადააბარეს, შუა დერეფნის ფუნქციონირების მაქსიმალურად გართულებას მიზნად ისახავს. მათ იარაღი შემოაქვთ და მილიტარიზირდებიან - ამჯერად საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და ინდოეთის დახმარებით. ამრიგად, სომხეთი  სტაბილურობასა და იმ კომუნიკაციებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე გადის, საფრთხეს უქმნის.

 

მაგალითად, საქართველოს გავლით ფრანგული ჯავშანტექნიკის მიწოდება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მიზანმიმართული ჩართვა კონფლიქტში. ქვეყნის, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ ტრანზიტის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანზიტსაც საფრთხე ემუქრება. შეერთებული შტატებიდან ზეწოლა ულტიმატუმით იმის თაობაზე, რომ ტრანზიტი მხოლოდ სომხეთის გავლითა და მისი სავალდებულო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს, ანუ ზემოთხსენებული „გზაჯვარედინითა“ და ირანის გამორიცხვით, თავისთავად კომუნიკაციების „დაბლოკვას“ იწვევს.

 

როგორც ჩანს, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს, რომ ევრაზიაში ტრანზიტი ჩინეთსა და ევროპას შორის მთელ სიგრძეზე ჩრდილოეთიდან, სამხრეთისკენ, დაბლოკოს.

 

რუსეთ-უკრაინის ომმა ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის გავლით ჩინეთიდან ევროპაში უკვე დაბლოკა. ამით ევროკავშირის ქვეყნებიც დაზარალდნენ, რომლებმაც რუსულ რესურსებზე, ხოლო გეოპოლიტიკური ძალებისთვის, რომლებმაც ეს ომი გააჩაღეს, ტრანზიტის ასეთი ბლოკირებაც კი არ იყო საკმარისი. რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება  სკანდინავიური ნაკადების აფეთქებით პრაქტიკულად შეჩერდა. ამიტომ, მხოლოდ მცირე ენერგორესურსების ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან ევროკავშირში ომში მყოფი უკრაინის გავლით ხორციელდება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შეჩერებულიყო.

 

ახლა, „ევრაზიის დანაწილების“ საკითხში ჯერი ერევანზეა - თავისი „გზაჯვარედინიდან“, დამატებითი კომუნიკაციების გახსნის ნაცვლად — იგივე ზანგეზურის დერეფნის —ტრანზიტი სამხრეთ კავკასიის გავლით დაბლოკოს.

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კიდევ ერთხელ სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის წინადადებებზე პასუხის გასაცემად დაახლოებით ორთვენახევარი დასჭირდა, რამაც, თავის მხრივ, პროცესი სერიოზულად შეანელა.

 

„აზერბაიჯანი სომხურ მხარეს მოუწოდებს, არ დაუშვას ახალი დაბრკოლებების გაჩენასა და იმედოვნებს, რომ სომხეთი ამ მოწოდებას მოლაპარაკებების ადრეული დაწყების შესახებ დადებითად უპასუხებს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შეხვედრების გამართვას სახელმწიფო საზღვარზე სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად შეხვედრების გამართვის ინიციატივით გამოდის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს განახლებული მე-5 სამშვიდობო შეთანხმება წარუდგინა, მაგრამ სომხური მხარე ორი თვეა დუმს.

 

როგორც ჩანს, დასავლეთი ერევნის მხრიდან სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს მტკიცედ უჭერს მხარს. დასავლეთმა, როგორც ადრე, აზერბაიჯანული ყარაბაღის დეოკუპაციისა და სეპარატისტული რეჟიმის აღმოსაფხვრელად შეგნებულად არაფერი მოიმოქმედა, სანამ აზერბაიჯანის არმიამ არ გააკეთა ეს.

 

„ევროპის საბჭომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აზერბაიჯანს აკრიტიკებს, ჩვენ ამას არასაჭიროდ მივიჩნევთ. კითხვას ვსვამ: რატომ? წლების განმავლობაში სეპარატისტული სტრუქტურების მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე ერთიანი მიდგომა არსებობდა, აზერბაიჯანის მიმართ კი განსხვავებული. ჩვენ წევრ ქვეყნებს მუდმივად ვაფრთხილებდით, მათ შორის საფრანგეთს, სეპარატიზმს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნუ დაუჭერენ მხარს, ნუ წაახალისებენ სომხურ რევანშიზმს ან გეოპოლიტიკურ თამაშებს ჩვენს რეგიონში. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ჩვენ გვინდა ახალი რეგიონალური უსაფრთხოების არქიტექტურას ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებასა და ყველა ტერიტორიული პრეტენზიის შეწყვეტაზე.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რათა ორ ქვეყანას შორის  ანტაგონიზმსა და მტრობას ბოლო მოეღოს,  და მივაღწიოთ მყარ მშვიდობას იმ 5 პრინციპის საფუძველზე, რომელიც აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა“, - აღნიშნა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

 

ერევანი, როგორც ჩანს,  შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ თამაშებში  „სახარჯავი მასალის“ როლის შესრულებას დათანხმდა. იარაღის დემონსტრაციული შესყიდვები, იგივე ფრანგული ჯავშანტექნიკის, რომელზეც ომში მყოფმა უკრაინამ დაბალი ხარისხის გამო უარი თქვა, დიდად არაფერს მატებს ერევნის სამხედრო ძალას. მაგრამ ასეთი იარაღი, სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

როგორც ყარაბაღის ჰაიების შემთხვევაში, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ერევნის რეჟიმს შურისძიების წახალისებაში მხარს უჭერენ და ჰპირდებიან, რომ ომის შემთხვევაში „დასავლეთი მათ დაეხმარება“. შედეგად, „ძველი სომხეთი“ ერთჯერად ინსტრუმენტად იქცევა, რომლის მსხვერპლშეწირვაც ადვილია.

 

გარკვეული გლობალური მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა დროებით „ჩაკეტონ“ შუა აბრეშუმის დერეფანი, სომხებს შეუძლიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა გაანადგურონ. უნდა ახსოვდეთ, რომ აღნიშნული დერეფანი ადრე თუ გვიან ისევ „გაიხსნება“. მაგრამ ამის შემდეგ ჰაის სახელმწიფოებრიობისაგან შეიძლება აღარაფერი დარჩეს. როგორც სეპარატისტული „არცახისგან“ კვალი არ დარჩა.

 

 

ალექსანდრე ჩხეიძე

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები