პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია

29.11.23 14:40


მინდა მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რუმინეთის მხარდაჭერას და სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის პატივცემულ წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებით ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. თქვენს სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები