პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი - ის ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილებიან, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას

29.11.23 16:40


ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომამდე განაცხადა.

 

მისი თქმით, კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა.

 

„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოგეხსენებათ, იყო წინადადება პარტიისადმი, რომ გაფართოებულიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ამ მიზნით, ასევე, შემუშავდა ერთიანობის მანიფესტი, სადაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჰქონდა საშუალება შემოსულიყო პარტიაში და გაეგრძელებინა ერთიანი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას. ბუნებრივია კარი ღიაა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა, ამიტომ ეს სია შეიძლება გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილებას დღეს პოლიტსაბჭო მიიღებს. სავარაუდოდ, იქნება მსჯელობა და წინადადებების განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს აფართოებს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები