პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა  

30.11.23 17:00


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განიხილეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და შემდგომი ნაბიჯები.

 

ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის, დახმარება გაუწიოს ქვეყანას ყველა საჭირო მიმართულებით.

 

მაკა ბოჭორიშვილმა მატუშ ბუშოვსკის სლოვაკეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

pia.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები