პოლიტიკა
01.12.23 15:55
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხარეებმა ეროვნული ბანკის ADB-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები მიმოიხილეს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს, ასევე ინფლაციის შეკავების თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა სებ-ის ინოვაციურ პოლიტიკაზე, მათ შორის ფინტექ ეკოსისტემისა და ელექტრონული სერვისების განვითარების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისკენ მიმართულ პროექტებზე.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აქტივაციის დაჩქარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების, ისე განხორციელებული რეფორმების წარმოჩენის მიმართულებით. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. 2024 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას.
„ADB-ისა და საქართველოს პარტნიორობა თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის. აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია. მომავალ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის დელეგაციებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენს ქვეყანაშივე მოგვეცემა საშუალება გლობალურ პლატფორმებზე წარმოვაჩინოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და დავამყაროთ ახალი კონტაქტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, ADB-ის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
1tv.ge
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24