ანალიტიკა
01.12.23 20:20
„უძველესი დიდი სომხეთის“ შესახებ ისტორიული სიყალბე და მითები, ისევე როგორც ისტორიული ფალსიფიკაციები, სხვა არაფერია, თუ არა ჰაიელი ნაციონალისტების თვითშეგნების საფუძველი და მათ მიერ სხვების მიწებზე გამოთქმული პრეტენზიების „გამართლება“. ისტორიულ ტყუილს სომხეთისა და ჰაის ეთნიკური ჯგუფისათვის, გარდა ომების, ბლოკადებისა და კატასტროფებისა არაფერი მოუტანია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაიელი ნაციონალისტები ცდილობენ ისტორიული ჭეშმარიტების დამალვას, მისი გავრცელების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. სულ ახლახან სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა, რომელიც „რეგიონში ანტისომხურ პროპაგანდას“ ებრძვის. ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აშოტ საღიანი აირჩიეს - ე.ი. ფონდი გეღარდის შექმნის იდეა უმაღლეს დონეზე ჩაისახა.
შემქმნელების აზრით, ამ „სამეცნიერო ანალიტიკურმა ფონდმა“ „რეგიონის ისტორიის დამახინჯებისა და ანტისომხური პროპაგანდის პოლიტიკას სამეცნიერო ფაქტები“ უნდა დაუპირისპიროს.
ოფიციალურად, ფონდის მთავარი მიზანია ახალი კვლევითი პლატფორმის შექმნა და განვითარება, სომხეთის სამეცნიერო ორგანიზაციებში ჩატარებული კვლევების ეფექტურობის გაზრდა, სამეცნიერო და ანალიტიკური მუშაობის ხელშეწყობა სამეცნიერო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში.
გარდა ამისა, შემქმნელების გეგმების მიხედვით, „გეღარდი“ „გამაერთიანებელ პლატფორმად უნდა იქცეს სპეციალისტებისთვის, რომლებიც კვლევით და ანალიტიკურ სამუშაოებს სომხური კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების სფეროში ახორციელებენ “.
სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აშოტ საღიანი ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღშფოთებული იყო აზერბაიჯანის ინიციატივით მისი ისტორიული კვლევისადმი, რომლის საფუძველზეც მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი მდებარეობს დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიულ მიწებზე.
„სომეხი და უცხოელი მეცნიერები ამ ინფორმაციით აღშფოთდნენ. ამას მოჰყვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვა, რომლის შედეგადაც შეიქმნა ეს ფონდი. დიდი ხანია ჩვენი მეზობლები და სხვა სახელმწიფოები სახელმწიფო დონეზე ჩვენი ისტორიის დამახინჯებაზე სისტემატურად მუშაობენ. ამიტომ ფონდის შექმნა განსაკუთრებით აქტუალურია გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, რომლის ეპიცენტრი რეგიონული თვალსაზრისით სომხეთია“, - აღნიშნა საღიანმა.
აშოტ საღიანის თქმით, 30 წელია სომხეთს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტოლფარდი სამუშაო არ გაუწევია და ეს ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას... ” ფონდის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი რობერტ კაზარიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების აქტიურად მოზიდვა, მათი მოწვევა სამეცნიერო ღონისძიებებზე. ასევე მნიშვნელოვანია სომხეთიდან სპეციალისტების გაგზავნა საზღვარგარეთ ჰაიელთა ისტორიული მითების დასაცავად.
გარდა ამისა, ჩვენ პრესტიჟულ გამოცემებში სტატიების გამოქვეყნებასა და სამეცნიერო სატელევიზიო გადაცემების ორგანიზებაზე უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა რობერტ კაზარიანმა.
კაზარიანის თქმით, მეზობელი ქვეყნები (აზერბაიჯანი და თურქეთი) სავარაუდოდ „რეგიონის ისტორიის დამახინჯებასა და სხვისი მემკვიდრეობის მითვისებაზე მუშაობენ “. თუმცა სხვის მემკვიდრეობას სწორედ თავად ჰაიები ითვისებენ. საკმარისია გავიხსენოთ მათ მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მითვისებული ათობით ქართული ეკლესია-მონასტერი და მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 465 ქართულ ეკლესიაზე.
„ჩვენი სპეციალისტები ამ მოვლენებთან დასაპირისპირებლად აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ეს ძალისხმევა აშკარად არ კმარა. ამიტომ აუცილებელია ამ სამუშაოსთვის ერთიანი პლატფორმის შექმნა. ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ, ვივარაუდოთ, ჩვენი მეზობლები (აზერბაიჯანი და თურქეთი) რა მიმართულებით იმუშავებენ. რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანელებმა კონფერენცია გამართეს, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 550 წლის იუბილეს. პარადოქსულია, მაგრამ ასეც მომხდარა“, - აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა.
რა არ მოსწონს ბატონ კაზარიანს? გავიხსენოთ, 550 წლის წინ დღევანდელი აზერბაიჯანის, დასავლეთ აზერბაიჯანის (დღევანდელი სომხეთი), და ირანისა და ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილის ტერიტორიაზე არსებობდა აზერბაიჯანული სახელმწიფო აყ-ყოიუნლუ. ხოლო აზერბაიჯანსა და პოლონეთს (პოლონეთის სამეფოს) შორის დიპლომატიური ურთიერთობები მართლაც მე-15 საუკუნიდან იწყება, როდესაც აყ-ყოიუნლუს მმართველმა უზუნ-ჰასანმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა პოლონეთის მეფე იაგიელოსთან.
აყ-ყოიუნლუს სამართალმემკვიდრე ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ირანის ამჟამინდელ ტერიტორიებს, ასევე აზერბაიჯანული სეფიანთა სახელმწიფო არსებობდა, რომელსაც თიურქი აზერბაიჯანული დინასტია მართავდა. მთელი ელიტა იყო თიურქული და თიურქული (აზერბაიჯანული) ენა ოფიციალური სახელმწიფო ენა გახლდათ. ცვლილებები პოლონეთმაც განიცადა. პოლონეთის სამეფო დედაქალაქით კრაკოვში და ლიტვის დიდი საჰერცოგო, რუსეთი და ზემოიცკი (სახელმწიფოს ოფიციალური სახელი) დედაქალაქით ვილნოში (დღევანდელი ვილნიუსი) ერთ კონფედერალურ სახელმწიფოდ გაერთიანდა, რომლის ოფიციალური სახელწოდება რეჩ პოსპოლიტა იყო. თანაც, ადმინისტრაციულად უკრაინა სახელმწიფოს „ლიტვური“ ნაწილიდან „პოლონურზე“ გადავიდა.
ევრაზიული საზომით ორი უზარმაზარი სახელმწიფო - პოლონურ-ლიტვური და აზერბაიჯანული - ასევე ინარჩუნებდნენ არამარტო დიპლომატიურ ურთიერთობებს ერთმანეთთან (დოკუმენტები და მიმოწერა, რომლებიც არქივებში იყო დაცული). ეს ისტორიული სიმართლეა, არსებობს დოკუმენტები და ქრონიკები, რომლებიც ადასტურებენ ამ ისტორიულ ფაქტებს. მაგრამ არავითარი საბუთი იმ დროს „ჰაიასტანის“ ან ჰაის სხვა სახელმწიფო წარმონაქმნების არსებობის შესახებ არ არსებობს.
კაზარიანმა მეზობლებთან ერთად მუშაობის მნიშვნელობაზე (საქართველო და სხვა ქვეყნები) მიუთითა, რომელთა მემკვიდრეობის „მითვისებასაც აზერბაიჯანი ცდილობს“. მან ასეთი „მცდელობების“ მაგალითები არ დაასახელა და მოკრძალებულად იმის შესახებ დუმდა, თუ როგორ ითვისებენ ჰაიები ქართულ ეკლესიებსა და მათზე პრეტენზიებს აცხადებენ.
რობერტ კაზარიანის მსგავსი „ისტორიკოსების“ შეშფოთება არ უნდა გვიკვირდეს. მათ სამხრეთ კავკასიის რეგიონის წარსულის შესახებ ისტორიული სიმართლის გავრცელების ეშინიათ.
დიდი ხნის განმავლობაში ჰაიელები ისტორიის ფალსიფიკაციაში „მონოპოლისტები“ იყვნენ. ქართველი მეცნიერებიც კი, საქართველოს სახელმწიფო ერთეულების ისტორიის ფაქტებზე, ჭეშმარიტ არტეფაქტებსა და მატიანეებზე დაყრდნობით, ვერ მოერივნენ მათ ისტორიულ მითებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჰაი ფალსიფიკატორების წაქეზებით, საქართველოს ისტორია, ისევე როგორც ქართული კულტურა და არქიტექტურა, დასავლეთში აღიქმებოდა, როგორც „უძველესი დიადი სომხეთის“ ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის „ნიმუშები“.
ამიტომ, ვისაც მოუსმენია და წაუკითხავს ჰაიელთა ისტორიული მითები სამხრეთ კავკასიის სხვა ხალხების ისტორიისა და კულტურის შესახებ, ნამდვილად „ახალ სამყაროს აღმოაჩენენ“. ჰაიელი ფალსიფიკატორები ხომ ხშირად არ აღიარებენ სხვა კულტურებს სამხრეთ კავკასიაში.
სომეხ გამყალბებლებს რომ მოუსმინოთ, მაშინ ძველი კავკასიური ალბანეთი არ არსებობდა, უფრო სწორად, ის ვითომ „დიდი სომხეთის“ ნაწილი იყო და მხოლოდ ჰეიებით დასახლებული იყო. მათ სძულთ ის ისტორიული ფაქტები, რომ კავკასიურ ალბანეთს ჰაისგან განსხვავებული დამწერლობის სისტემა ჰქონდა. ხოლო თურქებსა და უდინების შთამომავლებს, რომლებიც კავკასიის ალბანეთში ბინადრობდნენ და ამ სახელმწიფოს უძველესი მკვიდრნი იყვნენ, რომლებიც დღემდე შემორჩნენ, ჰაიებთან ეთნიკურად არაფერი აკავშირებდათ.
უძველესი ავტოკეფალური ალბანური ეკლესია, ჰაიელი გამყალბებლების აზრით, საერთოდ არ არსებობდა. მათი მტკიცებით, ის მხოლოდ „სომხური ეკლესიის ნაწილი“ გახლდათ და ეთნიკური ჰაიებისგან შედგებოდა. ისინი ამ ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, ასევე ეჩმიაძინის წინააღმდეგ და ჰაიური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიას უბრალოდ არ იხსენებენ.
მაშ, რა შეგვიძლია ვთქვათ აზერბაიჯანზე? ჰაის ფსევდო-„ისტორიკოსების“ აზრით, ის სავარაუდოდ „არ არსებობდა“ 1918 წლამდე და აზერბაიჯანელები, როგორც ხალხი, თითქოს „სტალინმა გამოიგონა“ 1936 წელს.
ამიტომ, როდესაც ჰაი ნაციონალისტებს უჩვენებენ მათ მიერ განადგურებული ისტორიული დასავლეთ აზერბაიჯანის მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეებისა და ძეგლების საარქივო ფოტოებსა და ნახატებს, ამას სრულად უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ისინი არ არიან აზერბაიჯანული. საუკეთესო შემთხვევაში, აცხადებენ, რომ ისინი სავარაუდოდ „სპარსულია“.
დროა ჰაიელმა „ისტორიკოსებმა“ საბოლოოდ გაიგონ და თავადაც აღიარონ, რომ სომხური სახელმწიფოებრიობა უცხო მიწაზე და სხვა ხალხების წყალობით შეიქმნა. ამაში კი მათი „წვლილი“, თუ არ ჩავთვლით ინტრიგებსა და იმპერიებთან „მოლაპარაკების“ შესაძლებლობს, ძალზედ მცირეა.
ამჟამად ყარაბაღის ომში დამარცხებამ სომხეთში ბევრს უნდა აფიქრებინოს, რომ იქნებ არ ღირს განაწყენება და გაბრაზება მთელს მსოფლიოზე, რომელიც ამ ომში „დიად და უძველეს სომხებს“ არ დაეხმარა, არამედ აჯობებდა, რომ მითებისთვის გადაეხედათ.
ალექსანდრე ზაქარიაძე
წაკითხულია : 703
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24