ანალიტიკა

„სომეხი გმირების“ ოზაიანის, კანაიანისა და ნჟდეს სიმხდალე და სისასტიკე... ჰაი ყაჩაღების მიერ სამცხე-ჯავახეთში მუსლიმი ქართველების განადგურება

04.12.23 12:00


მე—9 ნაწილი 


სომეხთა „ცოცხალი ლეგენდის“, „დიდი“ ანდრანიკის (ოზანიანი) ჩვენებებიდან

 

ამჯერად, გენერალ გერასიმოვის სამხედრო-საველე კომისიის მასალებს მოვიყვანთ. კომისიის ამ მასალებში თვით გენერალ ანდრანიკ ოზანიანის ჩვენებებია დაფიქსირებული, რომელიც მას არზრუმის სამარცხვინოდ დატოვების გამო ჩამოერთვა. ამ ჩვენებებში კარგად ჩანს როგორც სომხური ნაწილების პირადი შემადგენლობის სრული მორალური გახრწნისა და გადაგვარების სურათი, ასევე თვით გენერალ ანდრანიკ ოზანიანის უსუსური და ყოვლად გაუმართლებელი მცდელობა თავისი დანაშაულებრივი უმოქმედობისა და სიმხდალის გამართლებისათვის:

 

,,არზრუმში ჩემი ჩამოსვლიდან მცირე ხანში ჩემთან სომეხ ჯარისკაცთა დელეგაცია მოვიდა თხოვნით, რომ ისინი სახლში გამეშვა. მე გაშვებას მათ 10 დღის შემდეგ შევპირდი, როცა არზრუმში გამაგრება მოვიდოდა გენერალ ნაზარბეგოვისა და გენერალ ორდიშევის მეთაურობით. 2 საათის გასვლის შემდეგ ჩემთან ისევ გამოცხადდა 8 კაცი იგივე თხოვნით, რომლებიც მე იგივე პასუხით გავისტუმრე უკან. მალე მე-4 პოლკის ჯარისკაცებმა თვითნებურად დაიწყეს პოზიციებიდან ქალაქში წასვლა. მე გადამწყვეტი ზომების მიღება მომიხდა, რომ აღმეკვეთა მსგავსი ქმედებები (ერთ-ერთ ჯარისკაცს ბრტყლად შემოვკარი შიშველი მახვილი). 1-ლი სომხური პოლკის ოფიცრებმაც დაიწყეს თვითნებურად პოზიციების დატოვება. ასევე იქცეოდნენ ჯარისკაცები სოფელ ილიჯასთან.მე პირადად გავემართე მათთან, რომ დამერწმუნებინა ისინი არ მიეტოვებინათ პოზიციები, მაგრამ ჩემს მიახლოებაზე მათ ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს, ხოლო ორმა ჯარისკაცმა მკერდში დამიმიზნა შაშხანა...

 

მე ვუბრძანე პოლკოვნიკ ბეჟანბეგს, რომ ხელში აეღო 1-ლი პოლკის საერთო ხელმძღვანელობა და დაეკავებინა პოზიციები ილიჯა - თექე-დარასის შორის, მაგრამ ეს ბრძანება არ შესრულდა...

26 თებერვალს თურქებმა შეტევა წამოიწყეს... ჩვენთან პანიკა დაიწყო და ჯარისკაცებმა გაარღვიეს რა მავთულხლართები, ქალაქში შემოვარდნენ, 27 თებერვალს კი, ქალაქიდანაც დაიწყეს გაქცევა...

 

ჩემს არზრუმში ჩასვლამდე უკვე დაეტოვებინა ქალაქი 4000 ჯარისკაცს და ეს პროცესი მერეც გრძელდებოდა. 2 მარტს მე ფეხით გავემართე ყარსის შოსეს გასწვრივ, სადაც ჩვენი ბატარეა იყო განლაგებული. აღმოჩნდა, რომ ბატარეა არ ისროდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში შოსეზე უწყვეტად მოედინებოდნენ ჯარისკაცები. აქვე გამოიარა პოლკოვნიკმა ბეჟანბეგმა... მე გავაგრძელე გზა და ჩავედი ჰასან-ყალაში. გზაში დაახლოებით 8 ათას კაცს გადმოვასწარი. მათ შორის ოფიცრებიც იყვნენ: პოლკოვნიკი დოლუხანოვი, კაპიტანი ჯამგოცოვი თავისი ბატარეით და კაპიტანი ჯამბოლადოვი".


აი, ასეთია სომეხთა ,,ცოცხალი ლეგენდისა’’ და ,,ჯორჯ ვაშინგტონის’’ ჩვენების ძირითადი მომენტები, რომელიც მისცა მან გენერალ-მაიორ გერასიმოვის საგამოძიებო კომისიას ქალაქ არზრუმის სამარცხვინოდ დატოვების შემდეგ.

 

ამ ჩვენებებში აშკარად ჩანს ის სულიერი, მორალური და ზნეობრივი მდგომარეობა, რითაც ხასიათდებოდა მთლიანად არზრუმის სომხური გარნიზონის ჯარები. აქვეა შესაძლებელი გარკვეული დასკვნების გამოტანა თვით მათი სარდლის, გენერალ ანდრანიკ ოზანიანის სამეთაურო თვისებებსა და საბრძოლო სულისკვეთებაზე.

 

ზუსტად ამ დროს კი, როცა თურქთა გარდაუვალი შეტევითი ოპერაცია უნდა დაწყებულიყო არზრუმზე, სომეხთა სხვა საბრძოლო ნაწილები არა დასავლეთის ფონტზე და არზრუმის მიდამოებში იყო გაშლილი, არამედ ერევნის გუბერნიაში და აქ მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის - მოხუცების, ქალებისა და ბავშვების მორიგი ძარცვა-გლეჯითა და სისხლიანი ანგარიშსწორებებით იყვნენ დაკავებულნი. ამ ,,საბრძოლო ნაწილებს” გენერალი დრასთამატ კანაიანი-დრო მეთაურობდა. აი ერთ-ერთი ცნობა:

 

,,სომეხ დაშნაკთა ერთ-ერთი თავკაცი ა. ამირიანი წერდა, რომ მხოლოდ ირევნის გუბერნიაში დაშნაკთა მიერ 200 აზერბაიჯანული სოფელი იქნა განადგურებული“.


1918 წლის 22 თებერვალს დაშნაკურმა ჯარებმა ალყაში მოაქციეს აზერბაიჯანული სოფელი ულუხანლო და დროს ბრძანებით მას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. სისხლიანი ეროვნებათაშორისი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე სურმალიში, კამარლუსა და სხვა ადგილებში. დავალუს რაიონში დაშნაკური რაზმები კურო თარხანიანისა და პოლკოვნიკ ტერ-სარქისიანის მეთაურობით ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისა და მხეცობის გაუგონარ ქმედებებს ჩადიოდნენ”. როგორც ვხედავთ, სახეზეა სომხური ,,საბრძოლო რაზმების დიდი ბელადებისა” და პირადი შემადგენლობის გახრწნისა და გადაგვარების სრული სურათი... მაგრამ აღწერილი ფაქტები კიდევ არაა ყველაფერი.

 


იგივე გენერალ ანდრანიკ ოზანიანის ჩვენებიდან: ,,ჰასან-ყალაში, კაპრი-ქაისა და ხორასანში 7 მატარებელი იდგა ლტოლვილი ქალებისა და ბავშვებისათვის. მაგრამ დაახლოებით 4000-მა ჯარისკაცმა - მათ შორის ოფიცრებიც იყვნენ - გადმოყარეს ისინი მატარებლებიდან და თავად უშველეს თავს’’.


ზუსტად ასევე წარიმართება მოვლენები სომხეთ-საქართველოს ომშიც, სადაც სომხებმა ქართველების წინააღმდეგ ომი ,,თავისი დიდი მოკავშირეების’’, ბრიტანელებისა და ცარისტი გენერლების მხარდაჭერის იმედით წამოიწყეს.

 

შიროკორადი

 

და აქ სცენაზე შემოდის კიდევ ერთი რუსი ავტორი, ალექსანდრ ბორისოვიჩ შიროკორადი და მისი მონოგრაფია ძალიან ამბიციური და მყვირალა სათაურით - ,,Война и мир Закавказья за последние три тысячи лет―. ბუნებრივია, ასეთი ხმამაღალი სათაურის მქონე ნაშრომმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო და დიდი ინტერესიც გამოიწვია. აი ამ ,,ნაშრომის” პირველი თავის პირველი პარაგრაფის პირველივე სტრიქონებიც:

 

§ 1. Расцвет и гибель армянских государств. Историю Закавказья, точнее, краткий ее очерк я вынужден для удобства читателей искусственно разделять на историю Грузии, Армении и Азербайджана в границах соответствующих советских республик. Советские, а ныне ,,демократические‖ историки внушили нашим читателям, что эти государства существовали еще до Рождества Христова.

 

На самом деле термин Грузия произошел от персидского слова ,,Гюрджистан‖, то есть ,,страна волков‖. Так персы именовали княжества Картли, Мингрелию, Сванетию и другие. А первое государство, в названии которого появилось слово ,,Грузия‖, была меньшевистская республика, созданная с помощью немецких войск в 1918 г. До этого не было ни одного княжества или царства с таким названием.

 

Термин ,,Азербайджан‖ до 1917 г. обозначал часть Северной Персии, а те, кого мы называем азербайджанцами, официально именовались в Российской империи татарами. До Рождества Христова было известно лишь одно Армянское царство. С него и начну рассказ о событиях в Закавказье...

 

ჰოოო, აქ მართლაც უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე...

 

ბატონ შიროკორადის მიხედვით, ქრისტეშობამდე თურმე ამიერკავკასიაში მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო - სომხური სამეფო არსებობდა თურმე და ტერმინი ,,საქართველოც”, როგორც ასეთი, 1918 წლამდე არც არსებულა. ,,ნაშრომში” წარმოდგენილი შემდგომი პასაჟები და დასკვნები კიდევ უფრო გამაოგნებელია, მაგრამ მის სრულ განხილვას ამჯერად არ შევუდგებით.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, არმენოფილი ალექსანდრ ბორისოვიჩის ეს ოპუსი აბსტინენციის სინდრომით შეპყრობილი რუსი დედაკაცის ისტერიულობით დაწერილი, უნიჭო ცინიზმით, თვითკმაყოფილების სიბრიყვითა და ქართველოფობური ოდეოლოგიით უხვად შეზავებული ნაცოდვილარია - ესაა და ეს.

 

დავინტერესდით ამ ვინმე ალექსანდრ ბორისოვიჩის პერსონით და აღმოჩნდა, რომ იგი თურმე ყოფილა _ Современный российский военный специалист, публицист. Автор нескольких десятков научно-популярных книг по артиллерии, военной технике. Его работы в технических вопросах — области артиллерийского вооружения признаются как авторитетные (Широкорад является одним из ведущих специалистов по отечественной артиллерии). ასეთ კვალიფიკაციას აძლევენ მას რუსი ავტორები ა. ლობანოვი და ო. აშჩეულოვი თავიანთ ნაშრომებში.


მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არც თვით რუსეთში ბნელა. რუსეთშიც არსებობენ აკადემიური პერსონები, მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც ობიექტურობის მისაღებ ხარისხში აწარმოებენ სამეცნიერო მუშაობას. აი, რას წერს ალექსანდრ ბორისოვიჩზე პოლკოვნიკი ანატოლი არტემიევი, პირველი კლასის სამხედრო მფრინავი, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლობის სამხედრო-საისტორიო ჯგუფის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თავის კრიტიკულ სტატიაში ,,Гаврилы" против торпедоносцев, или что получается, когда о войне пишут дилетанты-циники‖:

 

,,После просмотра книги г-на Широкорада у меня появилось более сотни замечаний различного содержания, свидетельствующих о некомпетентности автора по ряду вопросов и его циничном отношении к людям… Средства массовой информации постоянно сообщают о погромах мест захоронений, издевательствах над памятниками, а есть интеллектуальные специалисты ,,широкого‖ профиля, которые ради своих корыстных целей готовы исказить и показать все, что происходило ранее, в невыгодном свете. Пиар на костях - излюбленная традиция ,,Гаврил‖


თავის წიგნში 1918 წლის ზამთარი-გაზაფხულის პერიოდში კავკასიის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრ ბორისოვიჩ შიროკორადი წერს:

 

,,30 იანვარს თურქებმა დაიკავეს ერზინჯანი, 4 თებერვალს - ბაიბურთი, 8 თებერვალს - მემეხათუნი, 29 თებერვალს - არზრუმი, მარტისათვის მათ უკვე ყველა ის თურქული ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული, რომელიც პირველ მსოფლიო ომში იყო რუსების მიერ ოკუპირებული.

 

და აქ ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარემ, ა. ჩხენკელმა უკან დახევის ბრძანება გასცა გენერალ ნაზარბეგოვს. 15 აპრილს თურქებმა ბრძოლის გარეშე დაიკავეს ბათუმი, 25 აპრილს კი - ყარსი. სომხურ ჯარს შეეძლო როგორც მინიმუმ, რამდენიმე თვით მაინც შეენარჩუნებინა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე უფრო მძლავრი სიმაგრე, მაგრამ ჩხენკელის დანაშაულებრივი ბრძანების გამო, სომხებმა ყარსი დატოვეს. თურქებს დარჩათ დაახლოებით 600 გამართული რუსული ქვემეხი, ათეულ ათასობით შაშხანა, ათობით ავტომობილი, საბრძოლო მასალებითა და სამხედრო სამოსით გადავსებული საწყობები. ყარსში თურქებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ძარცვა და სომეხთა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. თუმცა, 1918 წლის 24 მაისს, სარდარაბადთან სომხური არმია ამარცხებს თურქებს და ინარჩუნებს თავის დედაქალაქს, ერევანს. თურქთა დამარცხებაში გადამწყვეტი როლი გენერალმა ანდრანიკ სასუნიმ შეიტანა“.


სომხების მიერ ყარსის დატოვებასთან დაკავშირებით, ავტორი ისტორიული ფაქტების წარმოუდენელ ფალსიფიკაციას ახდენს. თურმე ნუ იტყვით და, სომხური შენაერთები იმიტომ იხევდნენ უკან და დატოვეს საარაკოდ გამაგრებული ქალაქი ყარსი, რომ მათ სარდალს, გენერალ ნაზარბეგოვს, თურმე ბატონმა აკაკი ჩხენკელმა უბრძანა ეს, ე.ი. აქაც ქართველები ყოფილან თურმე დამნაშავენი.

 

ხოლო მეორე ხაზგასმაში გამოტანილ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ანდრანიკ ოზანიანმა (ანუ ანდრანიკ სასუნიმ, როგორც მას ბატონი შიროკორადი მოიხსენიებს) არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა სარდარაბადის ბრძოლაში, არამედ საერთოდ არ მიუღია მასში მონაწილეობა. სარდარაბადის ბრძოლებამდე (1918 წლის 21-28 მაისი) ლამის სამი კვირით ადრე, არზრუმიდან სამარცხვინო გამოქცევის შემდეგ, გენერალმა ანდრანიკ ოზანიანმა თვითნებურად მიატოვა მის დაქვემდებარებაში მყოფი სომხური შენაერთი და თავი სევანის მაღლობებს შეაფარა.


აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ შიროკორადის მიხედვით საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი სახელმწიფოებრიობა, თურმე, შესაბამისად, 1918 წლის 8, 9 და 10 ივნისს მოიპოვეს. ვერაფერს ვერ ვიტყვით...

 

და საერთოდ, თარიღების, ფაქტების, მოვლენების საკუთარი შეხედულებებით ინტერპრეტირება და მათი ფალსიფიკაცია ბატონი შიროკორადის ერთობ დამახასიათებელი ნიშანია. ამ მიმართებით მოცემული მონოგრაფიის განხილვა აღარც ღირს. ,,თანამედროვე რუსული არტილერიის მამას” და ამ ე.წ. ,,ისტორიკოსს”, ალექსანდრ ბორისოვიჩს კი ვურჩევდით, მოღვაწეობის სფერო შეცვალოს და სხვა დარგში გაცვითოს თავის ,,წვეტიან” აზრებთან ჰარმონიაში მყოფი მახვილი კალამი.


დემოციდი ახალციხე-ახალქალაქში
ნეჯდე (1918წ.)


ბევრისათვის არცაა ცნობილი და დღეს უკვე დავიწყებასაა მიცემული ის ფაქტებიც, რომ 1918 წლის დასაწყისიდან ახალციხე-ახალქალაქის რეგიონში სომეხთა მიერ მშვიდობიანი მაჰმადიანური მოსახლეობის (მათ შორის ქართველების) დემოციდიც მიმდინარეობდა, რომლის ავანგარდშიც, ამჯერად, ნეჯდეს სადამსჯელო ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ. დოკუმენტური მასალა უამრავია. აი ერთ-ერთი მათგანი:

 

,,თუ გოკიოში მუშაობდა ჯალათი უსულო ხეჩო, დანარჩენ სოფლებში იყვნენ გაგზავნილნი ანდრანიკის მოწაფენი, ნიკოლა და ნეჟდე...


ყუდალიაში გადაარჩიეს მამაკაცები ცალკე, ამოარჩიეს მათ შორის 12 ყველაზე უფრო შეგნებული, გადააბეს ბაწრით ერთიმეორეზე და შიგ სოფელში თავიანთ ცოლ-შვილის წინ დახვრიტეს. იქვე, იმ აუარებელი ხალხის თვალწინ გააუპატიურეს ორი ქალიშვილი. მსხვერპლებმა ბარბაროსების ქვეშ დალიეს სული. ფარავნის ტბა აივსო საღამოელი მაცხოვრებლების გვამებით. არ დაინდეს არც დიდი და არც პატარა... არ დაინდეს არც უწყინარი, თავმდაბალი და გულ-უხვი შავქათ-ბეგ ფალავანდიშვილი, რომლის კარი მუდამ ღია იყო ყველასათვის. მოჰკლეს ერთადერთი ვაჟიშვილი თავის დედის თვალწინ. გაათრიეს და წამებაში მოჰკლეს 80 წლის მოხუცნი: ჰაქ-ხოჯა და ქამალ-ბეგ ფალავანდიშვილები, რომლებმაც არ იცოდნენ მეჩეთისა და სახლის გარდა სხვა არაფერი. მაჰმადიანთა სოფლებიდან დახოცილთა გარდა ჰყავდათ დატუსაღებული 230 მამაკაცი. მათ შორის იყვნენ ხუთი ძმა ფალავანდიშვილები ოთხი გიმნაზიელი შვილითურთ.


ვინ მოიფიქრებდა და წარმოიდგენდა, თუ ამოდენა ხალხს, როგორც პირუტყვს ამოჰხოცავდნენ და ისიც ტანჯვით. გაჰყავდათ სამ-სამი კაცი ერთმანეთზე გადაბმულნი ყველას თანდასწრებით და ესროდნენ ტყვიას. თუ მსხვერპლი არ დაეცემოდა, მისცვივდებოდნენ ხიშტებით, დანებით და ცულებით ჟლეტდნენ ბოლოს. ამ ტრაგედიაში სომხების ბავშვებიც კი იღებდნენ მონაწილეობას, აივაზიანის სიძის, ჰაიროს მეთაურობით’’, - იტყობინებოდა გაზეთ ,,სახალხო საქმის’’ 436-ე ნომერი.


გაზეთ ,,საქართველოს“ 220-ე ნომერში კი დაშნაკთა ,,საბრძოლო რაზმების“ მიერ ჩადენილი მხეცობების შესახებ, ვკითხულობთ:

 

,,აქედან დაიწყო ის უბედურება, რომელსაც შემდეგ მოჰყვა მთელი მაჰმადიანი სოფლების ფეხზე ადგომა და განუწყვეტელი სისხლის ღვრა. სწორედ ამ ხანებში ახალციხის მიდამოებში ასეთივე გართულებული მდგომარეობა იყო და დაშნაკელთა ,,ზინვორები“ ყოველ დღე ატყვევებდნენ მაჰმადიანთა ბავშვებს და ქალებს, მოჰყავდათ ახალციხეში და შემდეგ იწყებოდა მოლაპარაკება და ნამდვილი ვაჭრობა.

 

დაშნაკელ ზორიანს, ახალციხის ყოფილ ქალაქის თავს და ეხლა კი საქართველოს პარლამენტის წევრს, ალბათ ახსოვს ეს სურათები. მას ეხსომება ის შემთხვევებიც, როცა დაშნაკელი ,,ზინვორები“ ყუმბარებით მისცვივდნენ ახალციხის ციხეში ჩაყრილ მაჰმადიან ბავშვებს და ქალებს, და რომ ამას ახალციხეში მაშინ მყოფი ყვირილელი სახალხო გვარდიელიები არ მისწრებოდნენ, შეიძლება ახალქალაქის მსგავსად, აქაც დაღვრილიყო უდანაშაულო ხალხის სისხლი...


ახალქალაქის ახლოს არის ძველი ქართული სოფელი ხოსპია. სადაც ახლა გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. დაშნაკელებმა მთელი ეს სოფელი ტყვედ წამოიყვანეს ახალქალაქში, ქალაქის დატოვების წინ მოხდა ერთი უდიდესი მხეცობა, რომლის მსგავსიც ჯერ არ მინახავს. ქალაქის დატოვების წინ გამოიყვანეს ხოსპიელი მაჰმადიანები და ახალქალაქის ქუჩებში ყველას თავები მოჰკვეთეს...

 

აი, ბატონებო, ნამდვილი დამნაშავენი ბაკურიანის ტყეებში ძმათა სასაფლაოში უდროვოდ აყრილ ხალხისა, აი მიზეზი იმ ცრემლებისა, იმ მოთქმა-გოდებისა, რომელიც ცივ მთებში მიწას ალბობდა და დაუსრულებელი ტანჯვა გამოიწვია“. გენერალი დრასთამატ კანაიანი-დრო კი, ნეჯდეს პირდაპირი მეთაური და მისი სულიერი ძმა, თავისი ქვედანაყოფების ასეთ მოქმედებებს ამიერკავკასიაში, გულგრილად და ცინიკურად ,,ზურგის წმენდის სტრატეგიული აუცილებლობით’’ ხსნიდა.


ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს კიდეც, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანურ მოსახლეობის მიმართ სომხეთის საჯარისო ნაწილებისა და საბრძოლო რაზმების მოქმედებათა შეფასებისას ზედმეტად მკაცრი და ტენდენციურებიც კი ვართ. თითქოს არ გვსმენია და თითქოს არ ყოფილა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტის ფაქტები სომხური ქვედანაყოფების მიერ სომხეთ-საქართველოს ომის დროს? თითქოს არ არის ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში აღბეჭდილი მსგავსი ფაქტები?


…სომხური საბრძოლო ქვედანაყოფების გამხეცებული, ყოვლად არაადამიანური და უმოწყალო ანგარიშსწორებები ქართველ სამხედრო ტყვეებზე, დაჭრილებსა და ბრძოლაში დაღუპულ მეომრებზე გადმოვიდა სრული სისასტიკით. საარქივო დოკუმენტებში უამრავია ქართველ ტყვეთა წამებისა და დახვრეტის, დაღუპულთა გვამების დამახინჯებისა და შეურაცხყოფის დამადასტურებელი მასალა. უნებურად იბადება კითხვები: რატომ? რამ გაამხეცა ასე ,,პირველი ქრისტიანული ქვეყნის” შვილები? სად გაქრა მათი ,,ქრისტიანული სული და სათნოება’’? ანდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლაში დაღუპულთა გვამების შეურაცხყოფასა და ყოვლად არაადამიანურ მოპყრობას?

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები