პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც არის განხილვის რეჟიმში ევროპელ პარტნიორებთან, გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობოების მონაწილეობას

05.12.23 16:20


ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ახლა არის განხილვის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციისა და, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობას, ჩვენთვის აბსოლუტურად ღიაა ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


„ჩვენ შესაბამისი შეთავაზებები გავაკეთეთ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების წინაშე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩაერთვებიან ცხრა პუნქტის შესრულებაში, განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელიც უკავშირდებოდა 12 პუნქტის შესრულებას, როცა ჩვენ ერთპარტიულად გვიწევდა 12 პუნქტზე მუშაობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები