პოლიტიკა
05.12.23 18:00
ანა წითლიძე პარტიიდან გასულ წევრებზე - ვწუხვარ, რომ მათთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია - მოვუწოდებ, რადგან პარტია დატოვეთ, ასევე დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები და თანამდებობები საკრებულოებში
ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია - თუ გულწრფელები არიან, უნდა დატოვონ საკრებულოში მანდატები და მაღალი თანამდებობები, რომელიც აქვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე საკრებულოს 14 წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
წითლიძის თქმით, მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან თუ გულწრფელები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში „იქნებიან მანდატების ისეთივე ქურდები, როგორსაც ეძახდნენ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასულ ადამიანებს“.
წითლიძის თქმით, თუ ისინი მანდატებს დატოვებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს სიით შეიყვანონ პარტიის წევრები.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე, მისი ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია. ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია, როცა არ გაითვალისწინეს მიხეილ სააკაშვილის არც ერთი განცხადება და მოწოდება ერთიანობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მოდიოდნენ თანხვედრაში პარტიის პოზიციებთან, უბრალოდ ეს დღეს გააფორმეს ასე ოფიციალურად. წარმატებები შემიძლია ვუსურვო და თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი გაუვლია არაერთხელ. „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არ არის კონკრეტული გვარები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არის თავის მრავალათასიანი ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი.
მინდა მათ მოვუწოდო - თუ თქვენ ბოლომდე გულწრფელები ხართ, რადგან დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები საკრებულოებში და „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ მხოლოდ, იმიტომ, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები,“ - განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
როგორც საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე, მაია კალანდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მის მიერ გაჟღერებული განცხადებებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.
ipn.ge
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24