პოლიტიკა
06.12.23 13:20
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიანიჭა უფლება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ნებისმიერი სახის შესყიდვა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურების მიხედვით.
აღნიშნული უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს პირადად გადასცა.
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის, იუჯინ ჟუკოვის თქმით, ბანკის პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველი ქვეყანა და მუნიციპალური განვითარების ფონდი - პირველი უწყება, რომელიც ისარგებლებს ბანკისგან მიღებული ამ განსაკუთრებული უფლებით.
„აღფრთოვანებული ვარ იმ შესანიშნავი შედეგით, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენს კოლეგებთან (მუნიციპალური განვითარების ფონდთან) ერთად, რომელიც, ასევე, არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოში და კლიენტი 2008 წლიდან. ფონდი გახდა ამ უფლებით მოსარგებლე პირველი უწყება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ დავრწმუნდით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის შიდა წესები და პროცედურები იმდენად ძლიერია, რომ მათ შეუძლიათ ბევრად უფრო ეფექტურად განახორციელონ შესყიდვები დამოუკიდებლად, შიდა პროცედურების მიხედვით. ვულოცავ მათ ამ წარმატებას,“- აღნიშნა იუჯინ ჟუკოვმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს სამინისტროსთან და ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგს.
„სერტიფიკატი, რომელიც გადმოგვეცა, აღიარებს შესყიდვების ქართულ სისტემას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, როგორც პარტნიორს. მონიჭებული უფლებით ფონდს ექნება შესაძლებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული პროექტებისთვის შესყიდვებისას გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვის ეროვნული პროცედურები, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროექტების განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრავალწლიანი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან მოიცავს როგორც საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. ბანკის მიერ გადაცემული უფლება ქმნის ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო დიდი მასშტაბითა და უფრო სწრაფად განხორციელების წინაპირობას.
ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
imedinews.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24