ანალიტიკა
05.01.24 14:45
ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობაში არიან გონიერი ადამიანები, რომლებიც ავანტიურისტებს, მართლმადიდებლობისგან შორს მდგარ და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას საეჭვო პოლიტიკურ თაღლითობაში ჩათრევის სურვილის მქონეთ საქმეებს აშორებენ. კლინის მიტროპოლიტი, ერევან-სომხური ეპარქიის დროებითი ადმინისტრატორი ლეონიდე (გორბაჩოვი) გადააყენეს. მის მიერ თავის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული რეპოსტი ტელეგრამის არხიდან "გენერალ სელივაჩოვი" ნათლად ასახავს იმას, თუ რას გრძნობს თავად მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი) "პენსიაზე გასვლის" შემდეგ:
„სიახლე, რომელიც კარგად ასახავს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მდგომარეობას: მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი) გადადგა.
ის უკვე შევიდა მსოფლიო მართლმადიდებლობის ისტორიაში, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი წინამძღვარი აფრიკაში. ახალგაზრდა (55 წლის), ენერგიული, მტკიცე, მართვის საკითხებისა და საერთაშორისო პოლიტიკის კარგი მცოდნე (ვიმსჯელებთ აფრიკაში მასთან მუშაობის პირადი გამოცდილებით). თითქოს, მიტროპოლიტი ლეონიდე იდეალური კანდიდატი გახლდათ რუსეთის საეკლესიო და სახელმწიფო ინტერესების გასაძლიერებლად ისეთ სტრატეგიულ მიმართულებაში, როგორიც აფრიკაა.
წელიწადზე ცოტა მეტი (!) გადის მისი დანიშვნის მომენტიდან, როდესაც შემოდგომაზე იგი პირველად გაათავისუფლეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეგზარქოსის (წინამძღვრის) თანამდებობიდან აფრიკაში და ახლა კი, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.
მხოლოდ ღმერთმა უწყის, თუ რა ინტრიგებმა გამოიწვია ჩვენი ეკლესიის ერთ -ერთი ყველაზე ნათელი და პერსპექტიული ლიდერის პენსიაზე გასვლა 55 წლის ასაკში.
არადა რამდენად საჩვენებელია: ბიუროკრატიული მანქანა სისტემიდან აძევებს ყველაფერს, რსააც საკუთარი სახე, აზრი, ხმა აქვს. ეკლესიისა და რუსეთისთვის რაიმე დანაკლისის მიუხედავად (ოდესმე გსმენიათ, რომ პირველი ლიდერი თანამდებობიდან მოიხსნა მისი დანიშვნიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში?). ხელმძღვანელობის ასეთი უეცარი შეცვლის ობიექტური სირთულეების მიუხედავად (მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნა გადადგმული აფრიკელი მღვდლებთან, ხელისუფლებასთან და სამწყსოსთან ურთიერთობის დასამყარებლად). მიუხედავად პერსონალის დეფიციტისა ქვეყანაში და მთლიანობაში ეკლესიაში. ”
გენერალი სელივაჩოვს და მიტროპოლიტ ლეონიდეს „ბიუროკრატიული აპარატის“ მაქინაციად მიაჩნიათ მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიური სიბრძნე, რომელიც აძევებს და საეკლესიო სამოსში გამოწყობილ პოლიტიკურ ავანტიურისტებს მოქმედების საშუალებას არ აძლევს, ყველაფერს „აძევებს სისტემიდან“, რასაც თავისი სახე, აზრი და ხმა აქვს“. მეორეს მხრივ, როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი ეს „პიროვნებები“ თავიანთი „აზრით“ და „ხმით“ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მონოფიზიტთა, ავანტიურისტთა, სეპარატისტთა და რევანშისტების პოლიტიკურ თამაშებში ითრევენ? უფრო მეტიც, ისინი, რომლებიც ცალსახა ზიანს აყენებენ მართლმადიდებლობას?
მიტროპოლიტ ლეონიდასის „აფრიკულ ეპოსს“ აქ არ შევეხებით - ეს ცალკე შესწავლის თემაა. შეიძლება მხოლოდ აღინიშნოს, რომ აფრიკაში თავის „მისონერულ საქმიანობაში“ (სინამდვილეში კი, ალექსანდრიის საპატრიარქოს სამრევლოების „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აფრიკის საეგზარქოსოში“ გადაბირებაში) მისი საყრდენიო სულაც არ ყოფილა „ქრისტიანული ქადაგება", იგი უფრო მეტად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ჰაი ნაციონალისტის, სერგეი ლავროვ-კალანტაროვის იმედად იყო. სერგეი ლავროვი-კალანტაროვი არა მხოლოდ უსაზღვროდ შორს არის მართლმადიდებლობისგან, არამედ ერთ-ერთი დამნაშავეა იმაში, რომ რუსეთი მოძმე მართლმადიდებელ ხალხებთან - საქართველოსა და უკრაინასთან ომში აღმოჩნდა ჩათრეული.
აი, რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხური ეპარქიის მიტროპოლიტ ლეონიდის საქმიანობას, მან თავიდანვე დაუშვა საეკლესიო კანონების და, ზოგადად, ყველა პრინციპის დარღვევა, რომელზედაც დაფუძნებულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობა.
დავიწყოთ იქიდან, რომ 1943 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შეთანხმებით სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია. მაგრამ ჯერ კიდევ 1988 წელს, სპიტაკის მიწისძვრის საბაბად, სომხეთის სსრ-ის ხელისუფლებამ დახურა წმინდა ნიკოლოზის ბოლო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას. და მას შემდეგ სომხეთის რესპუბლიკაში ქართველი მღვდელმსახურები არ ყოფილან. სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთით მდებარე არაერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის უკანონოდ მიტაცებული ეჩმიაძინის მიერ, აქ არც ქართველ მღვდელმთავრებს, არც რესტავრატორებს და არც მორწმუნეებს არ უშვებენ.
2016 წელს დაინიშნა რა სომხეთის საპატრიარქო სამრევლოების მმართველად, ხოლო 2021 წელს - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხური ეპარქიის დროებით მმართველად, არქიეპისკოპოს (მიტროპოლიტი 2002 წლის იანვრიდან) ლეონიდე გორბაჩოვს არც ერთი ქმედება არ განუხორციელებია ქართული წარმოშობის მართლმადიდებლური სალოცავების დაცვისა და გადარჩენისთვის. ასევე მონოფიზიტობაში მყოფი სომხების მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად. სამაგიეროდ, სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით დაირღვა საეკლესიო კანონები სომხეთის მეზობელი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
არქიეპისკოპოს ლეონიდე გორბაჩოვის დროს გაიხსნა „ქრისტეს შობის მართლმადიდებლური ეკლესია“ რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე, ხანკენდის მახლობლად, აზერბაიჯანის ყარაბაღში. ამავდროულად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქიამ, რომლის კანონიკური ტერიტორია კავკასიის ალბანეთის უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენამდე აზერბაიჯანული ყარაბაღია, ამ ტაძრის გახსნას კურთხევა არ მისცა. ის რეალურად მონოფიზიტებმა ჰაიებმა გახსნეს.
შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე ამ „მართლმადიდებლური ეკლესიის“ გახსნის მთავარი „ინიციატორი“ ე.წ. სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) არცახის ეპისკოპოსი ვრთანესი გახლავთ. ე.წ უკანონოდ გახსნილი „ტაძრის“ „წინამძღვრად“ მღვდელი ვადიმ ვალინკინი აქ სწორედ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხური ეპარქიის დროებითმა ადმინისტრატორმა, მთავარეპისკოპოსი ლეონიდემ (გორბაჩოვი) წარგზავნა. თანაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაქოს ეპარქიასთან კოორდინაციის გარეშე.
მთავარეპისკოპოსი და შემდეგ მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი) ჩაერთო ჰაი რევანშისტებისა და „არცახის“ სეპარატისტების პოლიტიკურ თამაშებში. მიტროპოლიტმა ლეონიდმა (გორბაჩოვი) ფაქტობრივად დაარღვია საკუთარი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონები, რაც არ აძლევს ერთი ეპარქიის ეპისკოპოსს უფლებას, თვითნებურად განკარგოს სხვა ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები მისი ხელმძღვანელობისა და ამ ტერიტორიის სამთავრობო ორგანოების (ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლება) კანონიერი თანხმობის გარეშე. მეტიც, მიტროპოლიტმა ლეონიდმა მონოფიზიტთა წაქეზებით დაარღვია საეკლესიო კანონები.
გარდა ამისა, მიტროპოლიტმა ლეონიდე გორბაჩოვმა თავისი ქმედებებით ზიანი მიაყენა ხანკენდისა და აზერბაიჯანული ყარაბაღის რამდენიმე მართლმადიდებელ მცხოვრებს, ძირითადად რუსი და უკრაინელი ეროვნებისა. იმის ნაცვლად, რომ დაერწმუნებინა ისინი, დაეწყოთ აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების პროცესი და, ზოგადად, დარჩენილიყვნენ და რეინტეგრაცია მოეხდინათ აზერბაიჯანში, მან ისინი არსებითად სეპარატისტების მძევლად აქცია.
ამ მოტყუებულმა ხალხმა, სეპარატისტების ზეწოლის ქვეშ, დატოვა ხანკენდი 2023 წლის სექტემბერში. შემდეგ კი რევანშისტებმა და ჰაი ნაციონალისტებმა ამ ხალხის ბედიყარაბაღში ვითომდა „ეთნიკური წმენდის მტკიცებულებად“ გამოიყენა.
მიტროპოლიტ ლეონიდეს (გორბაჩოვის) გადაყენება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობის მხრიდან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. მიტროპოლიტ ლეონიდეს მასზე „განაწყენების“ ნაცვლად ქრისტიანული თავმდაბლობა და მონანიება არ აწყენდა ანტიკანონიკური ქმედებების გამო, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერევან-სომხური ეპარქიის გუბერნატორს.
გრიგოლ გიორგაძე
წაკითხულია : 1216
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24