ანალიტიკა

ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის მემკვიდრეობა ელოდება კავკასიის ალბანეთის ქრისტიანთა შთამომავლებს!

16.01.24 12:50


ჰაის ნაციონალისტები „გამარჯვებად“ მიიჩნევენ, რომ მათ მოახერხეს თითქმის ყველა ქრისტიანის იძულება დაეტოვებინათ აზერბაიჯანული ყარაბაღი. მათ შორის ისინიც განდევნეს, ვინც იცოდა საკუთარი წარმომავლობა არა ჰაიელი ჩამოსახლებულებისგან, არამედ კავკასიის ალბანეთის უძველესი ქრისტიანული მოსახლეობისა და ქრისტიანი თურქებისგან. ჰაი სეპარატისტებმა პირდაპირ განუცხადეს: „თუ არ წახვალთ, „სასტიკად გაგისწორდებით“. გაუსწორდებოდნენ ისევ სეპარატისტები. ადგილობრივი ქრისტიანები  სიკვდილის შიშით იძულებულნი გახდნენ გახიზნულიყვნენ. ეს ჩანს მრავალრიცხოვან ინტერვიუებში, რომლებსაც აზერბაიჯანულ-სომხეთის საზღვარზე ჩამოსახლებულები იძლეოდნენ.

 

სეპარატისტების მიერ განხორციელებული „ნებაყოფლობით-იძულებითი განდევნის“ „აპოთეოზი“ იყო ჰაი ტერორისტებისა და „არცახელი“ სეპარატისტების მიერ ხანქედის ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელებული ამაზრზენი ტერორისტული აქტი. ამის შემდეგ ყველაზე გაბედულებიც კი მიხვდნენ, რომ „მრავალტანჯული“ ჰაი ტერორისტები არ დაინდობდნენ და სეპარატისტების ზეწოლით დატოვეს აზერბაიჯანის ტერიტორია.

 

დღეს მათზე ფსიქოლოგიური ტერორი გრძელდება უკვე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნებში, სადაც ჰაის დიასპორებია. განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც მოკრძალებულად ცდილობს დაიწყოს აზერბაიჯანის მოქალაქეობის აღდგენის პროცესი, რითაც აზერბაიჯანის მთავრობა გარანტიას აძლევს ყარაბაღის ყველა მკვიდრს.

 

ნებისმიერი ყარაბაღელი ქრისტიანი, რომელსაც სურს შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა თავის მშბლიურ აზერბაიჯანთან, ასევე დაბრუნდეს და მოინახულოს მშობლიური ადგილები, ფსიქოლოგიურ ზეწოლის, შევიწროების, მუქარის და შანტაჟის ქვეშ იმყოფება ჰაიელთა ლობის, ჰეიების ექსტრემისტული ორგანიზაციების მხრიდან. აზერბაიჯანისადმი მიმართული ნებისმიერი „არამტრული“ და მით უმეტეს პოზიტიური განცხადება არის ასეთი ადამიანების მიმართ ფსიქოლოგიური ტერორის მიზეზი. ამრიგად, ჰაის ლობი ხელოვნურად ქმნის აზერბაიჯანის მიმართ კავკასიის ალბანეთის ქრისტიანთა შთამომავლების მოჩვენებით „მარადიული სიძულვილის“ ილუზიას.

 

პარადოქსულად, „ქრისტიანულ სოლიდარობაზე“ მოღაღადე ჰაი ნაციონალისტები თვლიან, რომ კავკასიის ალბანეთში მცხოვრები ქრისტიანების შთამომავლები, რომლებიც წინაპრების რწმენას უბრუნდებიან, ლამის „მოღალატეები“ არიან. იმათ გარდა, ვინც იმთავითვე თანხმდება, ეჯმიაძინისა და ვატიკანის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად შეასრულოს  „მეხუთე კოლონის“ როლი.

 

აგრესიული ჰაი ნაციონალიზმი და თურქოფობია, რომელსაც ეჯმიაძინი მტკიცედ უჭერს მხარს, დიდი ხანია აუტანელ სულიერ უღელად დააწვა კავკასიის ალბანეთში მცხოვრები ქრისტიანების ათასობით შთამომავალს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ესმის, რომ არაფერი აქვთ საერთო არც სისხლით და არც წარმომავლობით ჰაის ეთნიკურ ჯგუფთან და მის მონოფიზიტურ საეკლესიო ორგანიზაციასთან ეჩმიაძინთან.

 

ამ სულიერი უღლისგან თავის დაღწევა აქამდე მხოლოდ უდებმა მოახერხეს, რომლებმაც იციან თავიანთი წარმომავლობა კავკასიის ალბანეთის ძირძველი მკვიდრებისგან. მაგრამ ჰაი ნაციონალისტებისა და ეჩმიაძინის ამ უღლისა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, კავკასიის ალბანეთის (მათ შორის ყარაბაღის) ძველი ქრისტიანების შთამომავლები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ „სომხებად“ ჩაწერილიყვნენ, ასევე სომეხ-ყივჩაღები, რომლებიც ისტორიულად სულიერად ემორჩილებოდნენ ალბანეთის საკათალიკოსოს (ე.ი. ყივჩაღური წარმოშობისა თურქი - ქრისტიანები). პრეფიქსი „სომხური“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელოვნურად „მოაქციეს“ მონოფიზიტურ სომხურ-გრიგორიულ სარწმუნოებაზე ჰაის სამღვდელოების ინტრიგების წყალობით. ამჟამად რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში შემორჩენილია სომეხ-ყივჩაღთა შთამომავლების თემები, რომლებიც, არც გარეგნულად და არც მენტალურად არ ჰგავს "კლასიკურ ჰაის".

 

ასეთ ადამიანებს დიდი ხანია აქვთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სურვილი. ჯერ კიდევ 2016 წელს, ყარაბაღის განთავისუფლებამდე დიდი ხნით ადრე, ედუარდ ვართანოვმა (რუსეთი), არტურ აგაჟანოვმა (უკრაინა) და აქტივისტების ჯგუფმა „ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიისა და ქრისტიანი თურქების მემკვიდრეობის აღდგენის მოძრაობის“ აქტივისტების ჯგუფმა გამოაქვეყნა პეტიცია-მიმართვა:

 

მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს: გადავარჩინოთ ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიისა და სომხურ-ყივჩაღური მემკვიდრეობა. ( https://secure.avaaz.org/community_petitions/ru/Prizyv_k_mezhdunarodnym_organizaciyam_Spasite_nasledie_Albanskoy_Avtokefalnoy_cerkvi_i_tyurokhristian)

 

უხსოვარი დროიდან დონზე, ყირიმში, უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობდა ქრისტიანი კუმანების (სომეხ-ყივჩაღები) უამრავი თემი. მათი მნიშვნელოვანი როლი მათი რეგიონების კომერციულ და კულტურულ-ისტორიულ ცხოვრებაში ცნობილია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნათლობის მომენტიდან ყველა საუკუნეში ისინი სულიერ კავშირში რჩებოდნენ კავკასიის ალბანეთის ეკლესიასთან, ახლა საგულდაგულოდ დავიწყებულია. ეს იმიტომ, რომ მე-19 საუკუნეში ეჯმიაძინის სომხურმა ეკლესიამ, რუსეთის საიმპერატორო კართან დაახლოებულმა სომეხმა მოღვაწეებმა, მოტყუებით ყველაფერი გააკეთეს ეჩმიაძინის ხელახლა დასამორჩილებლად და ამით გაწყვიტეს მათი სულიერი კავშირი კავკასიის ალბანეთის ეკლესიასთან. დონზე საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში, სტალინურმა რეჟიმმა, რომელსაც წარმოადგენდა ანასტას მიქოიანი, დონის ინტელექტუალური ელიტა სრულიად გაანადგურა - მათი თურქულ-ყივჩაღური წინაპრების "ალბანური ნათლობის" ხსოვნის უკანასკნელი მატარებელნი. 1925-26 წლებში ძმები გაძიევები, რომლებიც დონზე ეროვნულ ანკლავს ხელმძღვანელობდნენ, დააკავეს. დახვრიტეს იმიტომ, რომ მათ და მათმა თანამოაზრეებმა უარყვეს მიქოიანის ინიციატივა, დაეარსებინა დონზე „მცირე სომხეთი“ და დაენერგა დონის სომხებისთვის უცხო „ერევანული ენა" და ამ ენაზე საქმისწარმოება ადგილობრივ დაწესებულებებში. გაძიევებისა და მათი ყველა ნათესავის გარდა, ბანაკებში დახვრიტეს და დაიღუპნენ მათი ასობით თანამოაზრე. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, ამ მსხვერპლთაგან ზოგიერთი იქნა რეაბილიტირებული - ისინი, ვისაც ჰყავდა საყვარელი ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნა.

 

ხანდაზმულობის ასაკში ა. მიკოიანი ასე ხსნიდა სტალინის პერიოდს: „ჩვენ ყველანი ნაძირლები ვიყავით“. ძველი პარტიული მელა, სასიკვდილო სარეცელზეც კიცდილობდა დაეფარა საკუთარი სისხლიანი კვალი ძალაუფლებაში. „ჩვენ ყველანი“ სულაც არ ნიშნავს გაძიევების საქმეში პირადი დანაშაულის აღიარებას. დღემდე, ანასტას მიკოიანის მოღვაწეობა გავლენას ახდენს და განაგრძობს ძირძველი დონელი სომხების ეთნიკური თვითშეგნების "უმტკივნეულოდ" ჩახშობას, მათი ფესვებისა და წინაპრების ყივჩაღური მემკვიდრეობის ხსოვნასთან ერთად.

 

ეს ხდება მედიაში პროპაგანდის, სკოლაში სწავლების გზით დონის სომხებისთვის უცხო ენის კულტურის დანერგვით, რომელსაც უწოდებენ "სწორ სომხურ ენას". თუმცა, ძირძველი დონის სომხების წინააღმდეგობა ვერ გატეხეს. ჩვენ განვაგრძობთ ენობრივ ზღვარზე ზეწოლის შეკავებას და, შესაბამისად, ვცდილობთ მოვიზიდოთ ინტერესეი როგორც ჩვენი თურქული ფესვების, ასევე ჩვენი სულიერი კავშირის მეცნიერული შესწავლისკენ ალბანეთის ავტოკეფალურ ეკლესიასთან. ორ წელიწადში იუბილე შესრულდება - ცხრა საუკუნე, რაც ჩვენი წარმართი წინაპრები დასახლდნენ ანისსა და შირაქში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე), სადაც ალბანეთის ავტოკეფალურმა ეკლესიამ ისინი მიიღო ქრისტიანული ცივილიზაციის წრეში - იმ წლებში, როდესაც იქ სამხრეთ კავკასიაში „ეჩმიაძინი“ ჯერ არ არსებობდა.

 

ასევე, ყარაბაღელი ქრისტიანების ჯგუფის სახელით, რომლებიც ყარაბაღელი ალბანელების შთამომავლები არიან, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადაარჩინოს ჩვენი ალბანური სულიერი, კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ნარჩენები სომხიზაციისგან. ჩვენ ვართ ყარაბაღელი ქრისტიანები და სომხები (გაიკანები, ჰაიები) სხვადასხვა ხალხები ვართ, განსხვავებული კულტურებით, სულიერი ღირებულებებითა და დამოკიდებულებით. ბევრი ყარაბაღელი ქრისტიანი ეთნიკურად განსხვავდება სომეხი ხალხისგან. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენ გვაიძულეს ეჩმიაძინის სომხური ეკლესიის მორჩილება, ჩამოგვართვეს ეთნიკური იდენტობა, ეკლესიები და ჩაგვიწერეს ეთნიკურ „სომხებად“. მაგრამ უხსოვარი დროიდან ყარაბაღელი ქრისტიანები ემორჩილებოდნენ ალბანეთის ავტოკეფალურ ეკლესიას, რომელიც გაუქმდა XIX საუკუნის დასაწყისში და მთელი მისი მემკვიდრეობა გადაეცა ეჩმიაძინის სომხურ ეკლესიას. მოვუწოდებთ რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებას, ისევე როგორც გაერო-ს, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს, მხარი დაუჭირონ ყირიმელი-დონის სომხების, ისევე როგორც ყარაბაღელი სომხების კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის გადარჩენას, რომლებიც დღემდე ალბანური ეკლესიის სიწმინდეების ერთგულნი დარჩნენ. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ხელს უწყობს ალბანური ეკლესიის, მისი ტაძრებისა და სულიერი მემკვიდრეობის აღორძინების იდეას.

 

შეუერთდით ამ პეტიციას და დაეხმარეთ ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიისა და მისი ხალხების მემკვიდრეობის გადარჩენას ტოტალური გასომხებისგან.

 

ედუარდ ვართანოვი (რუსეთი)

არტურ აგაჯანოვი (უკრაინა)

და "ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენისა და ქრისტიანი თურქების მემკვიდრეობის აღდგენის მოძრაობა" აქტივისტების ჯგუფი

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები