ეკონომიკა
18.01.24 11:00
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათია თურნავამ ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ფასების სტაბილურობის ძირითად მიზნებზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრუქტურული გამოწვევების მოგვარების გზებზე.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას, მონეტარული პოლიტიკის წარმატებულად განხორციელების შესაძლებლობებსა და სტრუქტურულ სისუსტეებზეც ისაუბრა. თურნავას თქმით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკის ინსტრუმენტების მეტად ინტეგრირებულმა გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას.
"მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებამ და სავალუტო რეზერვების პრევენციულმა დაგროვებამ განვითარებად ბაზრებზე შეიძლება ეფექტიანად შეამციროს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთია საქართველოს გამოცდილება, სადაც 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0,4% იყო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ ასევე მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანიტა ანგელოვსკა-ბეჟოსკა, პოლონეთის სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტის მოადგილე მარტა კაიტლი, ალბანეთის ბანკის პრეზიდენტი გენტ სეიკო და ლიეტუვის ცენტრალური ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გედემინას შიმკუსი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ორდღიან ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
ipn.ge
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24