პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა

06.02.24 13:17


სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა, რომ იგი პარლამენტის ტრიბუნასთან დგას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი.

 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა მომავალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და დაინტერესდა, როგორ აპირებს საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას.

 

პრეზიდენტმა ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და საჭიროა გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყანამ მთავარ მიზანს მიაღწიოს.

 

მან გააკრიტიკა რუსეთთან ფრენების აღდგენა. ასევე შეეხო ეკლესიაში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებულ ინციდენტს.

 

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და დაინტერესდა, რას ნიშნავს მისი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები