პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი - ხელისუფლება მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს

07.02.24 10:57


ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო წარმატებით დაეცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აეცილებინა საფრთხეები და მეტიც, ხელშესახები წარმატება მოეპოვებინა საგარეო ფრონტზე მრავალი მიმართულებით - ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია მეტი გააკეთოს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაა.

 

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ევროკავშირში მიმდინარეობს მუშაობა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინსტიტუციური მექანიზმის განახლებასა და გაძლიერებაზე.

 

„დღეს მსოფლიოში სახეზეა რთული გეოპოლიტიკური გარემო, რაც ბუნებრივია, მოითხოვს კარგად გააზრებულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მდგრად სტაბილურ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფას, საქართველოს რეგიონალური და საერთაშორისო როლის წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდის ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო წარმატებით დაეცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აეცილებინა საფრთხეები და მეტიც, ხელშესახები წარმატება მოეპოვებიან საგარეო ფრონტზე მრავალი მიმართულებით. ეს ძალისხმევა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება.

 

ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებული რეფორმების შედეგად, 2023 წელს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ - დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ამრიგად, ჩვენ გადავედით ევროკავშირთან ურთიერთობის თვისებრივად უფრო მაღალ საფეხურზე, რაც ჩვენი ქვეყნის დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას წარმოადგეს. ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია მეტი გააკეთოს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს. ჩვენი შემდეგი მიზანი, რა თქმა უნდა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაა. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის შესასრულებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისა და კანდიდატის სტატუსით მიღებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა და მომავალი წევრი სახელმწიფო აუცილებლად ჩაერთვება ევროკავშირის მომავალი რეფორმების შესახებ მიმდინარე სამუშაო პროცესში, რომელიც შემდგომი გაფართოების საკითხის გააქტიურების გათვალისწინებით ევროკავშირში აქტიურად მიმდინარეობს.

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები