ანალიტიკა

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სტაბილურობას ირჩევს

08.02.24 18:00


2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეს გახდა მეცხრე საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში, მაგრამ პირველი - რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ეს უკანასკნელი ფაქტი განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, სადაც მსგავსი არჩევნები ჯერ კიდევ წინ არის, ვინაიდან დღესდღეობით ისინი საქართველოს კანონმდებლობით ვერ ჩატარდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმები ფარსებს ფსევდო-„არჩევნებით“ ატარებენ.

 

ცოტა ხნის წინ ანალოგიურ ე.წ. „არჩევნებს“ ატარებდნენ  მსოფლიოში არაღიარებულ და სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანული ყარაბაღის ტერიტორიებზე. ოკუპანტებმა მოაწყვეს თვითგამოცხადებული ე.წ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე „მთიან ყარაბაღში“ ანუ „არცახში“. და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ რეგულარულად ესწრებოდნენ სეპარატისტებთან „დამეგობრებული“ „არცახის“ წარმომადგენლები სოხუმიდან და ცხინვალიდან.

 

ამჯერად აზერბაიჯანულ მიწებზე „არჩევნების“ კონცეფციის დაცინვა დასრულდა. ყარაბაღში პირველად  გაიმართა აზერბაიჯანის მეთაურის კანონიერი და ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. საარჩევნო უბნები გაიხსნა მანამდე ოკუპირებულ ქალაქებში შუშაში, ხანკენდში, ხოჯალიში, ხოჯავენდში, აგდერში, აგდამში, ჯებრაილში, ფუზიულში, ზანგილანში, გუბადლიში, ლაჩინსა და ქელბაჯარში. ეს ფაქტი არა მხოლოდ აზერბაიჯანის გამარჯვებაა, არამედ საქართველოს იმედიც, რომ ლეგიტიმური არჩევნები ასევე ჩატარდება სოხუმში, გაგრაში, ტყვარჩელში, პიცუნდაში, ცხინვალში, ახალგორში, ჯავაში.

 

თავდაპირველად, არავის ეპარებოდა ეჭვი, ვინ გახდებოდა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული - ბოლოს და ბოლოს, სწორედ ილჰამ ალიევმა აღადგინა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შეასრულა მამის, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დანაბარები. მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგის და ამერიკული ორგანიზაცია Oracle Advisory Group-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევმა მიიღო ხმების 93,9%, რაც ბევრად აღემატება ილჰამ ალიევის 86%-იან გამარჯვებას წინა საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

Oracle-ის მრჩეველთა ჯგუფის ექსპერტებმა გამოკითხეს 63 ათასზე მეტი ადამიანი 5 ათას საარჩევნო უბანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გათავისუფლებულ ყარაბაღში, სადაც აზერბაიჯანის ისტორიაში არჩევნები პირველად ჩატარდა.

 

ფაქტობრივად, 2024 წლის 7 თებერვლის არჩევნები გადაიზარდა მოქმედი პრეზიდენტისადმი ნდობის გამოცხადებად, ასევე მისი პოლიტიკისადმი ნდობის გამოცხადებაში, რასაც მოჰყვა  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის დინამიური განვითარება და სტაბილურობა საშინაო პოლიტიკაში.

 

სტაბილურობისა და დინამიური ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შორსაა  სტაბილურისაგან.

 

განსხვავებით მეგობარი აზერბაიჯანისა და თურქეთისგან, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ევროპელი და ზოგადად დასავლელი პარტნიორები არ უწყობენ ხელს საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას, პირიქითაც კია. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი იმყოფება „პროევროპული ეიფორიის“ და მასთან დაკავშირებული დიდი მოლოდინების პირობებში. კერძოდ, რაც შეეხება ქვეყნისთვის „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის“ იგივე სტატუსის მინიჭებას, რაც თურქეთს ჰქონდა 1999 წლიდან. საქართველოსთვის „ევროპულ არჩევანთან“ დაკავშირებით დესტაბილიზაციის რისკები არ გამქრალა.

 

ჯერჯერობით საქართველოში ყველას არ აქვს საკმარისად გააზრებული მეგობარ აზერბაიჯანთან თანამშრომლობის პრიორიტეტი და რეგიონში სტაბილურობისთვის მეზობელ ქვეყანასთან ერთად მუშაობის მნიშვნელობა. უფრო მეტიც, ქვეყნის ლობი, რომელიც ფაქტობრივად მხარს უჭერდა და ეხლაც მხარს უჭერს სეპარატიზმს და საზღვრების გადაკეთებას რეგიონში - სომხეთში - აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

 

ჰაის ლობი საქართველოს უბიძგებს ახალი ავანტიურისაკენ, რაშიც მისი დასავლელი მფარველი საფრანგეთიცაა ჩართული. ფრანგული იარაღის საქართველოს ტერიტორიით სომხეთისთვის ტრანზიტის ფაქტი და ქართული დელეგაციის უარი პირდაპირ მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კენჭისყრაში, ასეთი დესტრუქციული გავლენის ძალიან საგანგაშო სიმპტომებია.

 

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ჩატარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) და ფაქტობრივად ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობებში კრიზისის ფონზე. ამავდროულად, ჰაი ნაციონალისტებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, თუ რატომ მოხდა კრიზისი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის: საფრანგეთის გამო, რომლის წაქეზებითაც ევროკავშირის ზოგიერთი წრე ვერ აპატიებს აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 

 

ისმის ლოგიკური კითხვა: იმოქმედებენ თუ არა ევროკავშირი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს წინააღმდეგ, თუ ის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს? მეტიც, ოკუპირებულ ქართულ აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ იგივე ეთნიკური ჰაიები შეადგენენ, რომლებიც აზერბაიჯანს არ პატიობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ყარაბაღის განთავისუფლებას.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციისა და აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს არ მიუღიათ მოწვევა აზერბაიჯანის არჩევნებზე. თუმცა, არჩევნებზე დსთ-ს წარმომადგენელი 169 დამკვირვებელი იყო. 

 

„დსთ-ს სივრცეში, ჩვენს კანონებში ჩვენ ვითვალისწინებთ ეროვნულ ტრადიციებს, ისტორიულად დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს და ნორმებს, რომლებიც აკმაყოფილებს ჩვენს ინტერესებს. ვხედავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობამ განიცადა ცვლილებები უფრო დიდი დემოკრატიზაციისკენ, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებისკენ“, - განაცხადა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა აზერბაიჯანის მოქალაქეების ინტერესებს აკმაყოფილებს“, - აღნიშნა მან.

ყარაბაღის ჰაიებსაც შეეძლოთ მიეროთ  აზერბაიჯანის სრული მოქალაქეობა და მონაწილეობა არჩევნებში. ეცხოვრათ მშვიდად საკუთარ სახლებში. აზერბაიჯანმა მათ უსაფრთხოება და თავისი მოქალაქეების ყველა უფლება გარანტირებულად აღუთქვა. ყარაბაღის ჰაის უმეტესობა კი გაკოტრებულ სეპარატისტებს მიჰყვა. მათ არჩევანი სხვა ქვეყნების სასარგებლოდ გააკეთეს, სადაც, როგორც ჩანს, აპირებენ ცხოვრებას, თუმცა აზერბაიჯანი მათ კარს არ უკეტავს. აზერბაიჯანი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ვერ აიტანს, რომ  სეპარატისტებმა ეჭვქვეშ დააყენონ მისი ტერიტორიული მთლიანობა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება.

 

აზერბაიჯანის არჩევნები აჩვენებს ქვეყნის სტაბილურობას და პროგნოზირებადობას მეზობლებისთვის, რაც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 973


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები