პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია

09.02.24 11:29


არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 - სვლა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მისი ურთიერთობა და მიიღებს თუ არა მისგან რჩევებს.

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 

„სტატუსის მიხედვითაც თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი.

 

ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 - სვლა, ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ, შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები