პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება

09.02.24 12:42


დაფინანსების გარდა, ზოგიერთი ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური მიკერძოებულობა სხვა მხრივაც პრობლემატურია. ისინი დახმარებას უწევენ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ ესხმიან თავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მას ხშირად არალეგიტიმურად აცხადებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური მიკერძოება რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს აძლიერებს.

 

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ.

 

აქ მთავარი სიტყვა პასუხისმგებლობაა. რადიკალებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ და 2020-2022 წლებში მთავრობა დაემხოთ, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ქაოსზე და, დიდი ალბათობით, ძალაუფლებაში მოსული დიქტატორული ჯგუფის ქმედებებზე? ეჭვი მეპარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მათ დონორებს აეღოთ პასუხისმგებლობა. რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში ჭირდება. და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები