პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს        

09.02.24 15:05


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, - დაწერა გიორგობიანმა.

 

მიშა ფეიქრიშვილი მანამდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები